რუსეთი და უკრაინა, თავიანთ სასაზღვრო რეგიონებში საჰაერო თავდასხმების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. ორივე ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, რომ საჰაერო თავდასხმების გამო, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.
რუსეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს უკრაინის მიერ გაშვებული რაკეტები და დრონები უკრაინის მოსაზღვრე ბელგოროდის, კურსკისა და ვორონეჟის რეგიონებში. დრონები ასევე ჩამოაგდეს რუსეთში უფრო ღრმად, სარატოვის ოლქში.
იმავდროულად, რუსეთის ინტენსიური დაბომბვა მიმდინარეობდა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთის სასაზღვრო რეგიონ სუმშიც, რის გამოც, კიევმა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა.
ასევე ნახეთ: კრემლის თქმით, რუსეთის დასაცავად ერთადერთი გზა ბუფერული ზონის შექმნააუკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის ვიდეომიმართვაში დაგმო რუსეთის "მუდმივი" თავდასხმები უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ სუმის რეგიონზე. სუმის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სამშაბათს დღის განმავლობაში დაბომბვის 30 შემთხვევა დაფიქსირდა.
ერთი ადამიანი დაიღუპა სასაზღვრო დასახლებაში, ველიკა პისარივკაში. უკრაინის ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ გასულ კვირას ველიკა პისარივკას მახლობლად მდებარე საფრთხის ქვეშ მყოფი ტერიტორიებიდან 200-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ორივე მხარე, როგორც რუსები, ისე უკრაინელები, უარყოფს, რომ ომის დროს თავდასხმების სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა.