რუსეთი ახალ ზებგერით ფრთოსან რაკეტებს ცდის

რუსეთმა დაახლოებით 10 ახალი ზებგერითი ფრთოსანი რაკეტა "ცირკონი" გამოსცადა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ იარაღი „ქვეყნის ცხოვრებაში დიდი მოვლენაა“ და რუსეთის თავდაცვაში „მნიშვნელოვანი ნაბიჯია“.

ასევე ნახეთ: რუსეთი და ბელარუსი კიდევ ერთ სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ

დასავლელი ექსპერტები კითხვებს სვამენ იმაზე, თუ რეალურად რამდენად მოწინავეა აღნიშნული რაკეტა. თუმცა საუბრობენ იმაზე, რომ ზებგერითი იარაღის სიჩქარის, მანევრირების და მოძრაობის სიმაღლის გათვალისწინებით, რთულია მისი დაფიქსირება არსებული სისტემების მეშვეობით.

პუტინმა ახალი იარაღი პირვლად პირველად 2018 წელს წარადგინა და მაშინდელ გამოსვლაში, განაცხადა, რომ რაკეტას აქვს უნარი მსოფლიოს გარშემო ნებისმიერ სამიზნეს მისწვდეს და შეუძლია გაარღვიოს ამერიკული სარაკეტო თავდაცვა.