რუსეთი იაპონიას აკრიტიკებს

მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი.

რუსეთმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მიუხედავად მოსკოვისა და პეკინის არაერთგზის მოთხოვნისა, იაპონიამ ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან გაშვებული რადიოაქტიური წყლის შესახებ სრული ინფორმაცია ვერ მიაწოდა.

ფუკუშიმადან გაწმენდილი რადიოაქტიური წყლის წყნარ ოკეანეში გაშვება იაპონიამ აგვისტოში დაიწყო და მწვავედ გააკრიტიკა ჩინეთი, რომელმაც ამის გამო იაპონიიდან ზღვის პროდუქტების იმპორტი მაშინვე აკრძალა.

ასევე ნახეთ: იაპონია რუსეთის მიერ „მილიტარისტულ იაპონიაზე“ გამარჯვების დღის დაწესებას აპროტესტებს

„ჩვენ და ჩინეთმა არაერთხელ მოვუწოდეთ იაპონურ მხარეს, გამოიჩინოს გამჭვირვალობა და ყველა დაინტერესებულ სახელმწიფოს მისცეს სრული წვდომა, "ფუკუშიმა-1" ატომური ელექტროსადგურიდან წყლის გაშვების შესახებ ინფორმაციაზე“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ.

„იაპონიას ეს არ გაუკეთებია“, - თქვა ზახაროვამ. მისივე თქმით, „იაპონიამ, ამ საკითხებზე სათანადო რეაგირება ვერ შეძლო და არ უზრუნველყო ის, რომ გარანტირებული ყოფილიყო უსაფრთხოება.

2011 წელს მომხდარმა მასიურმა მიწისძვრამ და ცუნამმა, ფუკუშიმაში ბირთვული დნობა გამოიწვია. სპეციალისტების შეფასებით, ჩერნობილის შემდეგ, ეს მსოფლიოში ყველაზე საშინელი ბირთვული კატასტროფა იყო.

ასევე ნახეთ: იაპონია ფუკუშიმას ბირთვული ელექტროსადგურიდან წყლის გაშვებას იწყებს

იაპონია აცხადებს, რომ წყლის გაშვება უსაფრთხოა. ასევე აღნიშნავს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დაასკვნით, ადამიანებზე და გარემოზე ზემოქმედება „უმნიშვნელოა“ და მისი იგნორირება შესაძლებელია.

რუსეთი განიხილავს, რომ იაპონური ზღვის პროდუქტების აკრძალვაში ჩინეთს შეუერთდეს. ამის შესახებ, გასულ თვეში, რუსულმა სახელმწიფო მარეგულირებელმა განაცხადა.

ზახაროვამ თქვა, რომ რუსეთის წუხილის უმეტესი ნაწილი "დაუყოვნებლივ მოიხსნება, თუ ტოკიო ნარჩენების მსოფლიო ოკეანეში გადინების პროცესს შეაჩერებს". რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა ასევე თქვა, რომ ჩინეთსაც იგივე შეხედულება აქვს.