ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონია რუსეთის მიერ „მილიტარისტულ იაპონიაზე“ გამარჯვების დღის დაწესებას აპროტესტებს


ჰიროკაზუ მაცუნო, იაპონიის მინისტრთა კაბინეtის მთავარi მდივანი.
ჰიროკაზუ მაცუნო, იაპონიის მინისტრთა კაბინეtის მთავარi მდივანი.

ტოკიო პროტესტს აცხადებს მოსკოვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. რუსეთში 3 სექტემბერი „მილიტარისტულ იაპონიაზე“ გამარჯვების დღედ გამოცხადდა. იაპონია თვლის, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი, ორმხრივ ანტაგონიზმს გააძლიერებს.

„ამ კანონის მიღებამ, შესაძლოა არა მხოლოდ რუს ხალხში გააღვივოს ანტიიაპონური განწყობები, არამედ, ასევე, შეიძლება გამოიწვიოს ანტირუსული განწყობები იაპონელ ხალხში“ - განაცხადა იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მთავარმა მდივანმა, ჰიროკაზუ მაცუნომ.

მან მოსკოვის გადაწყვეტილებას „უაღრესად სამწუხარო“ უწოდა.

იაპონური მედიის ცნობით, რუსეთმა მეორე მსოფლიო ომში იაპონიის კაპიტულაციის მოდევნო დღე „მილიტარისტულ იაპონიაზე“ გამარჯვების დღედ გამოაცხადა. ის ყოველ წელს, 3 სექტემბერს აღინიშნება.

XS
SM
MD
LG