კრემლმა პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთი შეწყვეტს ნავთობის მიყიდვას ქვეყნებისთვის, რომლებიც აწესებენ ფასების ლიმიტს რუსეთის ენერგორესურსებზე. მოსკოვის თქმით, ეს გამოიწვევს ნავთობის გლობალური ბაზრის მნიშვნელოვან დესტაბილიზაციას.
„კომპანიები, რომლებიც აწესებენ ფასის ზღვარს, არ იქნებიან რუსული ნავთობის მიმღებთა შორის“, - განუცხადა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს და ამით მხარი დაუჭირა რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკის კომენტარს იმავე საკითხთან დაკავშირებით.
"ჩვენ უბრალოდ არ ვითანამშრომლებთ მათთან არასაბაზრო პრინციპებზე“, - განაცხადა პესკოვმა.
ასევე ნახეთ: საფრანგეთს რუსეთიდან ენერგიის მიწოდება შეუმცირდა, გერმანია ენერგოიმპორტის შეზღუდვისთვის მზადაადიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები დღეს ვირტუალურად შეიკრიბებიან, რათა განიხილონ სამომავლო გეგმები რუსეთის ნავთობთან დაკავშირებით. შეხვედრის მიზანი მოსკოვისთვის ნავთობის შეყიდვის გზით შემოსავლების შემცირება იქნება.
ევროკავშირმა მიმდინარე წლის დასაწყისში ნაწილობრივი აკრძალვა დააწესა რუსული ნავთობის შესყიდვებზე, რაც ბრიუსელის თქმით, სრულად ამოქმედების შემდეგ, შეაჩერებს რუსეთის ექსპორტის 90%-ს 27-წევრიან ბლოკში.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პარასკევს განაცხადა, რომ დროა ევროკავშირმა განიხილოს ფასის ლიმიტი რუსული გაზის შესყიდვებზე. პესკოვმა კი თქვა, რომ სწორედ ევროპელი მოქალაქეები იხდიან საფასურს უკრაინაში მოსკოვის სამხედრო კამპანიის საპასუხოდ დაწესებული ასეთი სანქციებისთვის.