„ჩრდილოეთ ნაკად ერთზე“ მომხდარი აფეთქებიდან თვეების შემდეგ კრემლში ამბობენ, რომ გააგრძელებენ მუშაობას საერთაშოირსო საგამოძიებო ჯგუფის შექმნის კუთხით, რომელიც მომხდარს შეისწავლის და დამნაშავეს გამოავლენს. მოსკოვში ფიქრობენ, რომ ეს „ტერორისტული“ აქტი იყო.
„ჩვენ გვჯერა, რომ ყველა დაინტერესებული უნდა იყოს ეფექტური გამოძიებით, რომელშიც ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე, ისინი ვინც შეძლებენი ნათელი მოფინონ ტერორისტული აქტის დამკვეთს და განმხორციელებლებს,“_ ამბობს დმიტრი პესკოვი, კრემლის პრესსპიკერი.
ასევე ნახეთ: "სილიკონ ველის ბანკის" დეპოზიტებს და სესხებს "ფირსტ სითიზენს ბანკი" შეიძენსგასულ კვირას გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ არ გაითვალისწინა კრემლის ინიციატივა ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შესახებ, რასაც პესკოვი „სინანულით“ უყურებს. კრემლში განმარტავენ, რომ გაზსადენის აფეთქებასთან მათ კავშირი არ აქვთ.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, გავაგრძელებთ დაჟინებულ მოთხოვნას, რომ დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება,“- ამბობს პესკოვი.
რუსეთის მთავრობა სექტემბერში ბალტიის ზღვაში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს, მოსკოვში ამბობენ, რომ ეს მათ მიზნებში არ შედიოდა.
აფეთქება რუსულ გაზსადენზე, რომლითაც ევროპა გაზს იღებდა მაშინ მოხდა, როდესაც რუსული "გაზპრომი" ევროპას "ზამთარში გაყინვას" უწინასწარმეტყველებდა.
Your browser doesn’t support HTML5
აფეთქება შვედეთისა და დანიის ეკონომიკურ წყლებში მოხდა და დაწყებულია გამოძიება, რომელშიც ასევე გერმანიაა ჩართული. კრემლში ამბობენ, რომ ამ გამოძიების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, ხოლო გაზსადენის აფეთქების უკან დასავლურ ქვეყნებს ხედავენ.