რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ფიქრობს, რომ უკრაინაში რუსეთის ომში ამერიკის შეერთებული შტატები "დე ფაქტოდ" არის ჩართული. განცხადება ამის შესახებ ლავროვმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში გააკეთა. ლავროვი ამბობს, რომ ომს „ანგლო-საქსონები აკონტროლებენ“.
„იკვეთება, რომ ამერიკელები დე ფაქტო მონაწილეობენ ამ ომში დიდი ხანია,“- თქვა ლავროვმა რუსულ ტელეკომპანიასთან საუბრის დროს. რაც შეეხება მოლაპარაკებებს ლავროვი ამბობს, რომ დასავლეთისგან მოლაპარაკებების მკაფიო სურვილი მოსკოვს არ მიუღია.
ასევე ნახეთ: “[პუტინი] მოკვდება ისე, რომ უკრაინის ოკუპაციას ვერ შეძლებს “- სენატორი„ეს ტყუილია. ჩვენ არ მიგვიღია რაიმე სერიოზული შემოთავაზება კონტაქტის დასამყარებლად,“- ამბობს ლავროვი.
მანამდე თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ თქვა, რომ ვაშინგტონი მზად იყო მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მოსკოვმა უარი განაცხადა.