მას შემდეგ, რაც ფინეთი ნატოს წევრი გახდა, რუსეთი გეგმავს ფინეთთან საზღვარზე საჰაერო თავდაცვის ძალები გააძლიეროს. განცხადება რუსეთის საჰაეორ თავდაცვის ძალების ერთ-ერთმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ადრეი დემინმა გააკეთა.
გაზეთ "წითელი ვარსკვლავისთვის" მიცემულ ინტერვიუში, დემინი ამბობს, რომ რუსეთმა უკრაინის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე 50 მობილური სარადარო სადგური დაამატა. ის რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებში, სარდლობის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებს.
ასევე ნახეთ: ფინეთის ნატოში შესვლაზე, რუსეთი "კონტრზომების" მიღებას აანონსებსამას გარდა, დემინის თქმით, 24 საათის განმავლობაში ხდება თვითმფრინავებით რეგიონის საკონტროლო პატრულირება. ასევე, რუსეთმა დააჩქარა დრონების საწინააღმდეგო სისტემების RLK-MC წარმოება, რომელთაც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დაცვა ევალებათ.
დემინი აღნიშნავს, რომ რუსეთი საჰაერო თავდაცვის ძალებში რეფორმების გატარებას გეგმავს, უკრაინაში მიმდინარე "სპეციალური სამხედრო ოპერაციით" მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით. რუსეთი უკაინაში ერთი წლის წინ დაწყებულ ომს ამ დრომდე "სპეციალურ ოპერაციას" უწოდებს.
რუსეთს ფინეთთან, რომელიც ნატოს, დასავლეთის სამხედრო ალიანსის წევრი 2023 წლის 4 აპრილს გახდა, 1 300 კილომეტრის სიგრძის სახმელეთო საზღვარი აკავშირებს.