რუსეთის საზღვრის გასწვრივ, ფინეთი 200-კილომეტრიანი სასაზღვრო ზღუდის აშენებას იწყებს. ჰელსინკი შიშობს, რომ მოსკოვი ფინეთში მოზღვავებულ მიგრაციას თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს.
მშენებლობა სამშაბათს, 28 თებერვალს დაიწყო. ფინეთი პირველ ეტაპზე მოსამზადებელ სამუშაოებს ატარებს, რაც ჯერ ტყეებისგან სასაზღვრო ზოლის გასუფთავებას გულისხმობს. გზების მშენებლობა და უშუალოდ ზღუდეების კონსტრუქციის ჩადგმა მარტში დაიწყება - აცხადებს ფინეთის სასაზღვრო დაცვა.
პირველი საპილოტე პროექტის დასრულება იმატრას სასაზღვრო მონაკვეთზე, ივნისის ბოლოს იგეგმება. მთლიანად საზღვარზე მშენებლობის დამთავრებას კი 2025 წლისთვის ვარაუდობენ.
2022 წლის თებერვალში, რუსეთის მეზობელ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთმა ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო. ფინეთს რუსეთთან ყველაზე გრძელი სახმელეთო საზღვარი აკავშირებს. მას შემდეგ, რაც რუსეთში ომის გამო სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა, ფინეთს რუსეთიდან დიდი რაოდენობით თავშესაფრის მსურველი მიაწყდა.
Facebook Forum