რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს ბირთვულ ესკალაციას დასავლეთთან უკრაინის გამო. მაგრამ სხვებმა არ უნდა გამოსცადონ მოსკოვის მოთმინება.
მისი კომენტარები მოჰყვა რუსეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირების, მათ შორის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გაფრთხილებების სერიას, რომ უკრაინისადმი დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერა ზრდის კატასტროფული ბირთვული კონფლიქტის რისკს.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მოვლენების განვითარება უარესი სცენარის მიხედვით არ წავიდეს, მაგრამ არა ჩვენი სასიცოცხლო ინტერესების ხელყოფის ფასად“, - განაცხადა ზახაროვამ პრესკონფერენციაზე.
”მე არ ვურჩევ ვინმეს ეჭვი შეიტანოს ჩვენს გადაწყვეტილებაში და პრაქტიკაში გამოსცადოს ის”, - დასძინა მან.
ასევე ნახეთ: მიკოლაივის დაბომბვა, ნატოს დახმარება და საუბარი პეკინთან - სიახლეები უკრაინიდანრუსეთი პროტესტს გამოთქვამს უკრაინისთვის დასავლური იარაღის მიწოდებასა და ნატოს სამხედრო ალიანსის გაფართოებაზე მის საზღვრებთან. ფინეთი, რომელსაც აქვს საზღვარი რუსეთთან, ამ თვეში ნატოს 31-ე წევრი გახდა.
„ისინი (აშშ) აგრძელებენ მიზანმიმართულ შელახვას ჩვენი ფუნდამენტური ინტერესების, განზრახ რისკების წარმოქმნას და რუსეთთან დაპირისპირებაში ფსონების აწევას“, - განაცხადა ზახაროვამ.
რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, პუტინის უახლოესმა მოკავშირემ, ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ მსოფლიო "სავარაუდოდ ახალი მსოფლიო ომის ზღვარზეა".
პუტინმა, რომელიც, უკრაინაში 14 თვიან ომს "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს, თქვა, რომ რუსეთი გამოიყენებს ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას, რათა დაიცვას თავი ნებისმიერი აგრესორისგან.
უკრაინა ამბობს, რომ რუსული რიტორიკა ბირთვულ ომზე მიზნად ისახავს დასავლეთის დაშინებას, რათა შეაჩეროს სამხედრო დახმარება.