რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი საგანგებო „საბრძოლო მზაობის შემოწმებას“ ჩაატარებს, 150,000 სამხედრო პერსონალის, ასობით ავიამზიდის და საზღვაო ხომალდის მონაწილეობით. მოსკოვის განცხადებით, ამ ნაბიჯის მიზანი რუსეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, სადაც პუტინი ტერორიზმის „სერიოზულ საშიშროებას“ ხედავს.
ასევე ნახეთ: როგორ გვტროლავს რუსეთი და ჰყოფს საზოგადოებებს საბჭოთა მეთოდებითრუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოუგუმ განაცხადა, რომ „შემოწმება“ უკვე დაიწყო და „კავკასია-2020“ სამხედრო მანევრებამდე, შეიარაღებული ძალების მზაობის გადამოწმებას ისახავს მიზნად.
„რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის [პუტინის] გადაწყვეტილების შესაბამისად, საგანგებო საბრძოლო მზაობის შემოწმება ტარდება სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქების სამხედრო ძალების მიერ“, - განაცხადა შოუგუმ.
ასევე ნახეთ: რუსული საინფორმაციო ომი და საფრთხეები, რომელსაც ევროპა და ამერიკა უნდა გაუმკლავდნენეს ოლქები აღმოსავლეთ უკრაინას ესაზღვრება, სადაც 2014 წლის აპრილიდან მოყოლებული რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები იბრძვიან.
„შემოწმება“ რამდენიმე ადგილზე ჩატარდება, მათ შორის შავ და კასპიის ზღვებზე. მასში მონაწილეობას ჩრდილოეთ და წყნარი ოკეანის ფლოტის, საჰაერო ძალები და საზღვაო ქვეითები მიიღებენ.
ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთი საგანგებო სამხედრო წვრთნებს დასავლეთ და სამხრეთ რეგიონებში ხშირად ატარებს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ანდრი ტარანმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებიც წვრთნებს სექტემბერში ჩაატარებენ და განაცხადა, რომ ის მოელის, რომ მასში მონაწილეობას ნატოს მოკავშირეებიც მიიღებენ.