რუსეთსა და იაპონიას შორის II მსოფლიო ომი არ დამთავრებულა და ზავის შანსები დღესაც მცირეა

რუსი მესაზღვრეების კოშკი კუნსაშირის კუნძულზე, რომელიც კურილის კუნძულებს შორი ერთ-ერთი სადავო კუნძულია რუსეთსა და იაპონიას შორის, 2005 წლის ნოემბერი

რუსეთის საგარეო უწებამ იაპონიის ელჩი სამინისტროში მიიხმო და ტოკიო რუსეთსა და იაპონიას შორის დაძაბულობის ხელოვნურ გაზრდაში დაადანაშაულა. მოსკოვი აცხადებს, რომ იაპონიის მხარე პრემიერ-მინისტრ შინზო აბეს მოსკოვში ვიზიტამდე კრემლზე ზეწოლას ზრდის. შინზო აბე მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას მეორე მსოფლიო ომის ფორმალურად დამთავრებასთან დაკავშირებით და მოლაპარაკების წარმოების მიზნით, სავარაუდოდ, 21 იანვარს ეწვევა.

9 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იაპონიის ელჩ კოზუკის ოფიციალური ტოკიოს განცხადების განმრტება სთხოვა, რომლის თანახმადაც წყნარ ოკეანეში მდებარე სადავო კუძნულები, სავარაუდოდ, იაპონიას დაუბრუნდება.

არქიპელაგი, რომელსაც რუსეთი სამხრეთ კურილის კუნძულებს უწოდებს, იაპონია კი ჩრდილოეთ ტერიტორიას, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სადავო ტერიტორიაა. რუსეთსა და იაპონიას შორის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ზავი სწორედ ამ ტერიტორიული დავის გამო დღემდე არ არის ფორმალურად ხელმოწერილი.

საბჭოთა არმიამ კუნძულები ომის ბოლოს დაიკავა და მათ ოკუპაციას და ადმინისტრირებას დღემდე აგრძელებს. ბოლო წლების განმავლობაში, მოსკოვმა კუნძულების ყოფილ მკვიდრთ და მათი ოჯახების წევრებს დროებით ვიზიტებზე ნება დართო.

მოსკოვის განცხადებით, იაპონიის მთავრობის ბოლოდროინდელი განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ ტოკიო ცდილობს „ზავთან დაკავშირებით ხელოვნურად გაამწვავოს ატმოსფერო და საკითხის გადასაჭრელად მისთვის სასურველი სცენარი განახორციელოს.“

კოზუკიმ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იგორ მორგულოვთან შეხვედრის შემდეგ განცხადება არ გააკეთა. სამინისტრომ კი დასძინა, რომ „იაპონიის მთავრობა გააგრძელებს მოლაპარაკებების პროცესს მისი მთავარი პოზიციის ჩარჩოებში - გადაიჭრას ტერიტორიული დავა და ამის შემდეგ მოეწეროს ხელი მშვიდობის ხელშეკრულებას.“ რუსეთი იაპონიას კუნძულებზე უარის თქმას და მეორე მსოფლიო ომის შედეგების აღიარებას თხოვს.

რუსეთს სადავო კუნძლებზე რაკეტებით აღჭურვილი სამხედრო ბაზები აქვს აშენებული.

რუსეთის პოზიციიდან გამომდინარე, იაპონიის მიერ მეორე მსოფლიო ომის შედეგების აღიარება მოსკოვს არქიპელაგზე ლეგალურ უფლებას მისცემს.