რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თვის ბოლოს ჩინეთში ვიზიტს გეგმავს. ვიზიტის მიზანი ენერგეტიკული საკითხების მოგვარება და დასავლეთსა და მოსკოვს შორის გართულებული ურთიერთობების ფონზე დიპლომატიური ურთიერთობების გააღრმავებაა. თუმცა ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პუტინს შეიძლება გაუჭირდებს ამ ბრძოლაში გამარჯვება თავის მხარდამჭერებთან ერთად შეერთებული შტატების და დასავლეთის პოზიციის გამო უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაავშირებით.
რუსეთის დასავლეთ საზღვრებზე დაძაბულობა გრძელდება. მოსკოვიდან მართულ სეპარატისტებს და უკრაინის სამთავრობო ჯარებს შორის, რომლებიც კიევის მიმართ ლოილაურია, შეტაკებები მიმდინარეობს.
რუსეთის მეზობელი, აზიის სახელმწიფოები ამ მოვლენებს დაძაბული ადევნებენ თვალს. პეკინი შეშფოთებულია , ამბობს პროფესორი არნე ვისტედი, რომელიც ლონდონში ეკონომიკური სკოლის პოლიტიკური იდეების ჯგუფის ხელმძღვანელია.
"მე ვფიქრობ, ჩინეთის მხრიდან რუსეთმა ამ საკითხთან დაკავშირებით არასწორი შეფასებები მიიღო. ვგულისხმობ, რომ ჩინეთი კვლავ გამოხატავს სუვერენიტეტის დაცვას და უცხო ქვეყნის საქმეებში ჩაურევლობის პოლიტიკას. რაც ჩინეთისთვის რთული იყო", განაცხადა ვისტედმა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პეკინში თვის ბოლო ჩავა. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი გასულ წელს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პირველად მოსკოვში ჩავიდა, და ენერგეტიკულ პროექტებზე შეთანხმება გააფორმა.
რუსეთის მიზანია რომ გაასამმაგოს ნავთობის ექსპორტი ჩინეთში. ანალიტიკოსები ამბობენ რომ უკრაინის გარშემო გაზრდილი დაძაბულობა და ევროპის რეაქცია მოსკოვს იძულებულს ხდის გაზის ალტერნატიული ბაზარი ეძებოს. პრეზიდენტ პუტინის მიზანია, რომ ჩინეთის მიმართულებით ახალი მილსადენის მშენებლობას ჩაეყაროს საფუძველი. თუმცა ლონდონის კინგს კოლეჯის წარმომადგენელი, ნატაშა კურტი ამბობს, რომ ამის განხორციელებაზე საუბარი ჯერ ადრეა.
მისი თქმით მოსალოდნელია რომ ძალიან რთული მოლაპარაებები წარიმართება, ვინაიდან ჩინეთი ენერგეტიკული დივერსიფიკაციის მომხრეა.
კურტი ამბობს, მოსკოვისთვის ასევე რთული იქნება პეკინისგან მხარდაჭერა მიიღოს უკრაინის საკითხთან დაკავშირებით.
"ისინი უფრო წინდახედულებას გამოიჩენენ. მე ვფიქრობ პეკინი შორს დაიჭერს თავს იმ რიტორიკისგან, რაც რუსეთთან საშინაო საკითხებიდან სხვა ჭრილში გადაიყვანს. არსებითად, ჩინეთი რუსეთისთვის ამ საკითხში პარტნიორი ვერ იქნება," აცხადებს კურტი.
ვისტედი ამბობს, რომ ჩინეთი სხვა ზესახელმწიფოებთან ურთიერთობასაც
უფრთხილდება.
"საკუთარი ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე ჩინეთი ვაშინგტონს უწევს ანგარიშს. ამიტომ ისინი ვერ დაუჭერენ მხარს იმ პოლიტიკას, რაც არც ამერიკისთვის და არც დანარჩენი ევროპისთვის მისაღები არ არის. საკუთარი ეკონომიკური განვითარების მიზნით ეს ჩინეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია," ამბობს ვისტედი.
აღმოსავლეთ აზიის სხვა ეკონომიკურად ძლიერმა ქვეყანამ იაპონიამ რუსეთის რამდენიმე ოფიციალურ პირთან დაკავშირებით სავიზო შეზღუდვა დააწესა. ამ კვირაში ბრუსელში ჩასული პრემიერ მინისტრი შინზო აბე კვლავ ადასტურებდა იაპონიის ალიანსს ევროპულ სახელმწიფოებთან მიმართებაში.
მან განაცხადა, რომ უკრაინა იმის დასტურია, რომ მსოფლიოში პროგნოზების გაკეთება სულ უფრო რთული ხდება. იაპონია და ევროკავშირი ვალდებული არიან რომ ძალიან აქტიური როლი ითამაშონ მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად.
იაპონია კურილის კუნძულებთან დაკავშირებით დავობს, რომელსაც 1945 წლიდან საბჭოთა კავშირი აკონტროლებდა, ხოლო შემდეგ უკვე რუსეთი. შესაძლოა, ტოკიო ამ კუთხით უკრაინასთან პარალელს ავლებს, აცხადებს პროფესორი არნე ვისტედი.
მისი თქმით, იაპონელების თვალთახედვიდან მსგავსება არსებობს რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, როდესაც საქმე ასეთი ქონების განკარგვას ეხება.
ვინაიდან დასავლეთთან ურთიერთობა ასე დაიძაბა, მოსკოვში მოღვაწე ანალიტიკოსები ფიქრობენ რომ უკრაინაში დაძაბულობის ფონზე მოსკოვს ურთიერთობების გაღრმავება აღმოსავლეთ ქვეყნებთან საკმაოდ გაუჭირდება.