ვაშინგტონი —
დასავლეთის შეფასებით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს კონტროლს
70-დან 130 ათასამდე შეიარაღებული ჯარისკაცი ექვემდებარება.
მაგრამ სტივენ ბლენკი, ამერიკული საგარეო პოლიტიკის საბჭოდან, ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უამრავი პრობლემა აქვთ.
„სამეთაურო შემადგენლობის ზედა ეშელონები ძალიან მერყევი იყო. ახალი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თავდაცვის რამდენიმე მინისტრი და ჯარის სახეობების რამდენიმე მეთაური შეიცვალა. მეორე, დიდი ხანია მათ სადაზვერვო სამსახურებში რუსებმა შეაღწიეს. მესამე, წლების განმავლობაში ისინი კორუფციის და ცუდი ხელმძღვანელობის მსხვერპლად იყვნენ გადაქცეული და შესაძლებლობებიც შეეზღუდათ.“
ოქსფორდის კონფლიქტების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კეირ ჯაილსი ამბობს, რომ უკრაინა საკუთარი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას ცდილობდა.
„მაგრამ ეს რუსეთთან შედარებით ბევრად ნაკლებად ამბიციური და ნაკლებად დაფინანსებული იყო. უკრაინელები ჯერ კიდევ იყენებენ ისეთ აღჭურვილობას, რომელიც რუსეთის დამრტყმელ ძალებში აღარ არის. ეს ძველი ტიპის აღჭურვილობაა, ისინი ძველი ტიპის დაკომპლექტების წესებს იყენებენ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინის ჯარში ბევრად ცოტა რამ შეიცვალა, ვიდრე რუსეთის ჯარში საქართველოსთან ომის შემდეგ.“
ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთს ჯარის მოდერნიზება, 2008 წელს, საქართველოსთან ხუთდღიან ომში ცუდმა ეფექტურობამ უკარნახა. ერთ-ერთი რეფორმა რუსეთის ძალების მეტ მობილურობას და ლოკალურ კონფლიქტებზე სწრაფ რეაგირებას ეხებოდა. ამ რეფორმების შედეგი უკრაინის ყირიმის ანექსიის დროს გამოჩნდა.
ექსპერტები ამბობენ, რომ უკრაინა ჯერ კიდევ ძველი, საბჭოთა ტიპის მრავალრიცხოვანი ჯარის კონცეფციას იყენებს.
ჯაილსი ამბობს, რომ უკრაინის ჯარის კიდევ ერთი პრობლემა, მისი წევრების ერთგულების შესაძლო დაყოფა შეიძლება გახდეს.
„ჩვენ მეორე მხარეს გადასვლის შესახებ ყველაფერი არ უნდა დავიჯეროთ, რაც აღმოსავლეთ უკრაინიდან ისმის. მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინის მაღალი რანგის სამხედროები საბჭოთა არმიაში, უწინ რუს კოლეგებთან ერთად მსახურობდნენ. ისიც ფაქტია, რომ ბევრი უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებსაც ამ კრიზისამდე შევხვდით, ღიად ამბობდა, რომ რუსი იყო.“
პრო-რუსული სეპარატისტები, აღმოსავლეთ უკრაინაში თორმეტამდე დასახლებულ პუნქტს და ქალაქს აკონტროლებენ. ამასთან ერთად დაახლოებით 40 ათასი რუსი სამხედრო, შესაძლო შეჭრის დამრტყმელი ძალა, უკრაინის საზღვართან არის განლაგებული.
კეირ ჯაილსი და სხვები ამბობენ, რომ თუ შეჭრა მოხდება, უკრაინის ჯარი რუსეთის მოსაგერიებლად მზად არ არის.
„შესაძლებლობების მხრივ, ამჟამად რუსეთის არმია უკრაინის ჯართან შედარებით უკეთ არის აღჭურვილი და ორგანიზებული. თუმცა, აქ ერთი მომენტია. ბევრ მათგანს, ვინც რუსეთის არმიის სიცოცხლისუნარიანობას და ზურგის სამსახურებს აკვირდება, მაინც სჯერა, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, ხანგრძლივი საბრძოლო კამპანიის წარმოება არ შეუძლია. რა თქმა უნდა, უკრაინაში დიდხანს დარჩენის შემთხვევაში, მათ სწორედ ასეთი რისკი შეექმნებათ. ასე, რომ უკრაინაში ნებისმიერი ოპერაცია, ან ისეთივე სწრაფი უნდა იყოს, როგორც საქართველოსთან შეიარაღებული კონფლიქტი, ან წინააღმდეგობის გარეშე, როგორც ყირიმში.“
ექსპერტები ამბობენ, რომ თუ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაშ შეიჭრება, ის ხანგრძლივი ომის რისკის წინაშე აღმოჩნდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ უკრაინელები პარტიზანულ ბრძოლას დაიწყებენ. ანალიტიკოსების აზრით, ასეთი სცენარი მოსკოვს არ მოსწონ