ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის მოწოდების მიუხედავად, რეფერენდუმი ჩატარდება


აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსი სეპარატისტები აცხადებენ, რომ მიუხედავად პრეზიდენტ პუტინის მოწოდებისა, კვირას დაგეგმილი რეფერენდუმები მაინც ჩატარდება.

დონეცკის რეგიონში დაგეგმილი რეფერენდუმი ეგრეთწოდებულ დამოუკიდებელ ხალხთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობას ეხება და მასში მოსახლეობამ საკუთარი ნება უნდა დააფიქსიროს. ამ რეფერენდუმში ისინი მხარს დაუჭერენ ან უარყოფენ დონეცკის ხალხთა რესპუბლიკის დამოუკიდებლობას.

ანალოგიური რეფერენდუმი ჩატარდება ლუგანსკის რეგიონშიც ,სადაც მოსახლეობამ ლუგანსკის ხალხთა რესპუბლიკის შექმნასთან დაკავშირებით საკუთარი სურვილი უნდა გამოხატოს.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად შეძლებენ სეპარატისტები მთელს რეგიონზე რეფერენდუმის ჩაატარებას, რადგან უკანასკნელი გამოკითხვების თანამხად, აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობის 70 პროცენტი უკრაინის შემადგენლობაში დარჩენის მომხრეა.
XS
SM
MD
LG