რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იაპონიაში ჩავიდა. ის იაპონიის პრემიერ მინისტრ შინზო აბესთან შეხვედრებს გამართავს. ორი ქვეყნის ლიდერი, ტერიტორიული დავის გარშემო ისაუბრებს. იაპონიის პრემიერმა პრესას განუცხადა, რომ იმედოვნებს პუტინთან შეხვედრა „მშვიდ გარემოში“ წარიმართება.
ვლადიმერ პუტინი და შინზო აბე ერთმანეთს ნაგატოში შეხვდებიან, მოლაპარაკებები პარასკევს, იაპონიის დედაქალაქში დასრულდება. საკითხი იაპონიიდან ჩრდილოეთით მდებარე ოთხ კუნძულს და სამხრეთ კურილის კუნძულებს შეეხება. კუნძულები საბჭოთა კავშირმა 1945 წელს დაიკავა, რასაც დაახლოებით 17,000 იაპონელის იძულებით გადასახლება მოჰყვა.
მიმომხილველთა თქმით, პუტინი იაპონიის პრემიერთან ტერიტორიულ დათმობებზე არ წავა, მაგრამ მას ამასთანავე ძალიან სურს რუსეთში იაპონური ინვესტიციების მიზიდვა, რათა ამერიკული სანქციების შედეგები შეარბილოს.