პუტინის ოპონენტებს გამარჯვების იმედი არ აქვთ

პუტინის ოპონენტებს გამარჯვების იმედი არ აქვთ

ისინი ცდილობენ მოსახლეობას ხმა სხვადასხვა მედია საშუალებით მიაწოდონ

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორიოდე კვირაღა დარჩა. არჩევნებში ხუთი ძირითადი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ბევრი უკვე საუბრობს იმაზე, რომ არჩევნებში გამარჯვებული ერთადერთი კანდიდატი-ვლადიმირ პუტინი იქნება.

მისი ოპონენტები ცდილობენ მოსახლეობას ხმა სხვადასხვა მედია საშუალებით მიაწოდონ, თუმცა ამ ბოლო დროს მათ რიგებშიც კი შეინიშნება ის, რომ გამარჯვების იმედი თითქმის არ აქვთ.

პუტინის ერთ-ერთი ოპონენტი ვლადიმირ ჟირინოვსკია, რომელიც 1991 წლიდან უკვე მეხუთედ იყრის კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებზე.

ექსპერტები, მათ შორის, კარნეგის მოსკოვის ფონდის ანალიტიკოსი მაშა ლიპმანი ამბობს, რომ ჟირინოვსკის არჩევნების მოგება სინამდვილეში არ უნდა.

კომუნისტური პარტიის კანდიდატის გენაზი ზიუგანოვისთვის ეს არჩევნები რიგით მეოთხე იქნება 1996 წლიდან. ლიპმანის თქმით, არც ისაა ბოლომდე ცნობილი რამდენად რეალურად მიაჩნია ზიუგანოვს საკუთარი გამარჯვების შანსები.