ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევს პუტინის საწინააღმდეგო საქციელში ადანაშაულებენ


მედვედევს პუტინის საწინააღმდეგო საქციელში ადანაშაულებენ
მედვედევს პუტინის საწინააღმდეგო საქციელში ადანაშაულებენ

პუტინის საპრეზიდენტო კამპანიის ხელმძღვანელი მედვედევს პუტინის მესამე საპრეზიდენტო ვადით არჩევის ხელის შეშლაში დებს ბრალს

გაზეთ "იზვესტიაში" გამოქვეყნებული მასალის მიხედვით სტანისლავ გოვორუხინი, რეჟისორი და კანონმდებელი, აცხადებს, რომ პრეზიდენტი მედვედევი ცდილობს პუტინის კამპანიისგან თავი შორს დაიჭიროს.

ბატონი გოვორუხინის აზრით დმიტრი მედვედევს იმ ადამიანის მეტი მხარდაჭერა მართებს, რომელიც საპრეზიდენტო კანდიდატად თავად წარადგინა.

პრემიერის პრესცენტრის მდივანი, დმიტრი პესკოვი, გოვორუხინის ტონს შედარებით არბილებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტმა პუტინს ნომინირების პროცესში "ყოველმხრივი მხარდაჭერა" აღუთქვა.

პრეზიდენტ მედვედევს მხოლოდ ერთი ვადით სამსახურის და მარტის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის არდაყენების გამო სამშობლოში ხშირად აკრიტიკებენ და აღნიშნავენ, რომ ეს ნაბიჯი მან მხოლოდ პუტინისთვის გზის გასაწმენდად გადადგა. რაზეც ბატონმა მედვედევმა თავის დროზე საკმაოდ მარტივი პასუხი გასცა, ხაზი გაუსვა რა იმ გარემოებას, რომ პუტინი უფრო მეტად პოპულარულია და ვინაიდან მათ პოლიტიკაზე ერთნაირი შეხედულებები აქვთ, კონკურენციას აზრი არ აქვს.

მოვლენების პარალელურად რუსეთში დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ამომრჩეველთა უკმაყოფილება შეინიშნება და ქუჩებში პერიოდულად პუტინის პარტიის "ერთიანი რუსეთის" საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG