მიუხედავად ძლიერი ყინვებისა, მოსკოვსა და რუსეთის რამდენიმე ქალაქში ათი ათასობით დემონსტრანტი პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოვიდა.
რუსეთის მედიის განცხადებით, მოსკოვში ბოლოტნაიას მოედანზე 35 ათასი ადამიანი შეიკრიბა. ოპოზიციის ლიდერის ბორის ნემცოვის განცხადებით, ხალხის ასეთი ერთიანობა კიდევ ერთხელ იმის დამადასტურებელია, რომ რუსეთს აუცილებელი ცვლილებები სჭირდება.
მედიის ვარაუდით, ხალხის აღშფოთება ბოლო დროს გავრცელებულმა გამოკითხვის შედეგებმაც გამოიწვია, რომლის თანამხადაც პუტინი სავარაუდოდ საპრეზიდენტო არჩევენებში გაიმარჯვებს.
დემონსტრანტებს ხელში ტრანსპარანტები ეჭირათ და სლოგანს „რუსეთი პუტინის გარეშე „ სკანდირებდნენ.
საინფორმაციო საშუალებებმა ასევე გაავრცელეს ინფრომაცია იმასთან დაკავშირებითაც, რომ შაბათს მოსკოვის სხვა ნაწილში პუტინის ხმარდამჭერთა მიტინგი გაიმართა. თვითმხილველთა განცხადებით, მიტინგში მონაწილეობდნენ სახელმწიფო ორგანიზაციების თანამშრომლები, რომლებიც ორგანიზაციების ხელმძღვანელობის ზეწოლის და სამსახური დაკარგვის შიშით, იძულებული გახდნენ საპროტესტო აქციაში მონაწილოება მიეღოთ.