რუსეთი სირიაში სამხედრო ძალებს ამცირებს

რუსეთი სირიაში

რუსეთი სირიაში მისიას ამცირებს. მოსკოვს ქვეყნიდან სამხედრო ძალები გაჰყავს.

„ქვეყნის მთავარსარდლის, ვლადიმირ პუტინის ბრძანების მიხედვით, თავდაცვის სამინისტრო ამცირებს შეარაღებული ძალების რაოდენობას სირიაში“, - განაცხადა გენერალმა ვალერი გერასიმოვმა, რუსეთის გენშტაბის ხელმძღვანელმა.

მოსკოვი, სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მთავარი მოკავშირეა სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში. რუსული ძალების დახმარება გადამწვეტი იყო გასულ თვეში, ოპოზიციის და მეამბოხეთა ძალების ალეპოდან გაძევებაში.