ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპერაცია გრძელდება


დამასკო, სირია.
დამასკო, სირია.

თურქეთის განცხადებით, სირიაში, საჰაერო თავდასხმების შედეგად დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ 22 მებრძოლია ლიკვიდირებული. ოფიციალური ანკარას თქმით, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ქალაქ ალ-ბაბისთან, დაჯგუფების სამიზნეები გაანადგურეს.

თურქეთის ოპერაცია „ევფრატის დაცვა“ ოთხი თვის წინ დაიწყო და თურქეთის საზღვრიდან, ტერორისტული დაჯგუფების მებრძოლების განდევნას ისახავს მიზნად. ანკარა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სირიის თავისუფალ არმიას ეხმარება და მათ საჰაერო და საარტილერიო მხარდაჭერას უწევს.

დამასკოში სირიის სამთავრობო შენაერთებსა და ამბოხებულთა შორის ბრძოლა გრძელდება. მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მომხრე ძალები და რუსეთი ოპოზიციის წინააღდეგ თავდასხმებს განაგრძობენ.

XS
SM
MD
LG