ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირია მზადაა ცეცხლი შეწყვიტოს


სირიის მთავრობა აცხადებს, რომ მზადაა ხვალიდან ქვეყნის მასშტაბით ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება აამოქმედოს.

შეთანხმება ეხება როგორც სირიის სამთავრობო ძალებს,ა სევე მეამბოხე ოპოზიციას, მაგრამ არა ისეთ დაჯგუფებებს როგორიცაა “ისლამური სახელმწიფო”.

რუსეთი, რომელიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს უჭერს მხარს, და - მეამბოხეების მხარდამჭერი თურქეთი აცხადებენ, რომ შეთანხმების გარანტორები იქნებიან.

უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაშო მოსკოვი და ანკარა ინტენსიურ მოლაპარაკებებს მართავდნენ სირიის თსაკითხზე. თვის დასაწყისში, როცა მხარეებმა სამშვიდობო შეთანხმება დაარღვიეს, მოსკოვმა და ანკარამ ქალაქ ალეპოდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე ითანამშრომლა.

როგორც ორი დღის წინ სერგეი ლავროვმა განაცხადა, თურქეთი და რუსეთი თანხმდებიან, რომ სიარიაში პრიორიტეტი ტერორიზმის დამარცხებაა და არა პრეზიდენტ ასადის მთავრობიდან ჩამოშორება.

XS
SM
MD
LG