ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ირღვევა


თურქეთი გაფრთხილებას გამოთქვამს, რომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევებმა, შესაძლოა ამ თვის ბოლოსთვის დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებს საფრთხე შეუქმნას.

რუსეთმა და თურქეთმა, რომლებიც კონფლიქტის დაპირისპირებულ მხარეებს უჭერენ მხარს, გასულ კვირაში, მთელს ქვეყანაში ბრძოლის შეწყვეტის შუამავლობა იკისრეს. ორი ქვეყანა ცდილობს, საკუთარი ძალისხმევით ყაზახეთში სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაატაროს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დარღვევებში ბრალი მთავრობის მომხრე მებრძოლებს, მათ შორის ლიბანურ ჰეზბოლას დასდო.

მინისტრმა თქვა, რომ მომავალ კვირაში, სამშვიდობო მოლაპარაკებების გეგმის განსახილველად, რუსეთის ოფიციალური პირები თურქეთს ეწვევიან.

XS
SM
MD
LG