რუსეთი, შავი ზღვის ფლოტის ქვედანაყოფებს, ანექსირებული ყირიმიდან, ოკუპირებულ აფხაზეთში გზავნის. სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ქვედანაყოფები რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვისთვისაა განკუთვნილი.
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პრესსამსახური აცხადებს, რომ ანექსირებული ყირიმიდან, ოკუპირებული აფხაზეთისკენ, 13 სპეც-ავტომობილისგან შემდგარი კოლონა მიემართება, მათ შორის დეზინფექციის კომპლექსებით.
შავი ზღვის ფლოტის წარმომადგენელმა, „რია-ნოვოსტის“ განუცხადა, რომ გამგზავრებამდე პირად შემადგენლობას კვლევა ჩაუტარეს და არცერთ მათგანს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.
ოკუპირებული აფხაზეთის, ე.წ. მთავრობის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული.