ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპაში კორონავირუსის მილიონამდე შემთხვევა დაფიქსირდა


ევროპის კონტინენტზე კოვიდ 19-ის პანდემია მძვინვარებს, სადაც დადასტურებული ინფიცირების, უკვე თითქმის მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ქვეყნებმა ეს გარემოება უნდა გაითვალისწინონ, როდესაც რეგულაციების შემსუბუქებაზე ფიქრს დაიწყებენ.

"რეგიონში ახალი შემთხვევების რიცხვი იზრდება. გასული 10 დღის განმავლობაში ევროპაში აღრიცხული შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა და მალე მილიონს მიაღწევს", თქვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტრომა, ჰანს კლუგემ.

ეს ნიშავს, რომ კორონავირუსის მსოფლიოში დაფიქსირებული შემთხვევების 50% სწორედ ევროპის რეგიონზე მოდის. ევროპაში პანდემიის დროს, უკვე გარდაიცვალა 84,000-ზე მეტი ადამიანი.

"ამ პანდემიის ქარიშხლის ღრუბლები, ისევ დასტრიალებს ევროპის ცას", თქვა ჯანმოს წარმომადგენელმა.

ევროპის ზოგიერთი ქვეყანა უკვე იწყებს იმაზე ფიქრს, შეამციროს თუ არა შეზღუდვები და გახსნას თუ არა ზოგიერთი ბიზნესი და სასწავლო დაწესებულება. თუმცა, ჯანმო მათ აფრთხილებს, რომ ეს ძალიან კომპლექსური და არასაიმედო მდგომარეობაა და არავინ იზის ზუსტად როგორ აისახება ასეთი ცვლილებები ქვეყნებზე.

კომპანიები და ქვეყნები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით განიხილავენ იმას, რომ გრძელვადიან კარანტინს უკვე დიდი გავლენა აქვს და მომავალში კიდევ უფრო მზარდი გავლენა ექნება ეკონომიკაზე. ევროპის ზოგიერთი ქვეყნები, როგორიცაა: გერმანია, დანია და ესპანეთი, უკვე იწყებენ იმ გეგმაზე მუშაობას, თუ როგორ შეამცირონ შეზღუდვები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG