ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი დღეს ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის გზებზე ისაუბრებს


პრეზიდენტმა ტრამპმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კორონავირუსის შემთხვევების პიკს გასცდა და მას სურს ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის „ახალი სახელმძღვანელო“ წესები გამოაცხადოს. პრეზიდენტი გზამკვლევის შესახებ საუბარს დღევანდელ ბრიფინგზე გეგმავს.

„ბრძოლა გრძელდება, მაგრამ მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანა შემთხვევების პიკს გასცდა“, - განაცხადა თეთრ სახლში გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე პრეზიდენტმა. „ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ, თუმცა ნათელია ჩვენი აგრესიული სტრატეგია მუშაობს და მუშაობს ძალიან ძლიერად“, - თქვა ტრამპმა.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობაა შეერთებულ შტატებში 30,000-ს გასცდა.

ვირუსმა შეერთებული შტატების ეკონომიკა მნიშვნელოვნად დააზარალა. კრიზისის შედეგად, 17 მილიონზე მეტი ამერიკელი დარჩა სამსახურის გარეშე. ვირუსმა გამოწვევა შეუქმნა ასევე პრეზიდენტ ტრამპსაც, რომელსაც ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ვადის მოპოვების იმედი აქვს.

რესპუბლიკელი პრეზიდენტი მიანიშნებს, რომ დროა ამერიკული ბიზნესები ისევ ამუშავდეს და სახლში დარჩენის ბრძანება გაუქმდეს. თუმცა, ჯერჯერობით უცნობი რჩება, თუ როდისთვის, ან როდის მოხდება შეზღუდვების მოხსნა. მითუმეტეს, რომ შტატები ინდივიდუალურად იღებენ მსგავს გადაწყვეტილებებს. სავარაუდოდ, პრეზიდენტის რეკომენდაციებს ცვლილებების თანდათანობით, ეტაპობრივად შემოღების სახე ექნება.

ამ დროისთვის საგანგებო მდგომარეობა შეერთებულ შტატებში 30 აპრილამდე მოქმედებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG