მას შემდეგ, რაც რუსეთში ბუბონური შავი ჭირის, სავარაუდო, შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანა ვირზაზუნებზე ნადირობასა და მათ საკვებად გამოყენებას კრძალავს. პრევენციისთვის, მონღოლეთთან და ჩინეთთან საზღვრისპირა ტერიტორიებზე პატრულირებაც დაწესდა. ბუბონური შავი ჭირით, ადამიანის დაავადების მიზეზი, შესაძლოა ცხოველთან კონტაქტი გახდეს.
მონღოლეთის ერთ-ერთ რეგიონში, სადაც ეთნიკურად ჩინელი მოსახლეობა ცხოვრობს, მომაკვდინებელი დაავადების, სავარაუდო, გამოვლენის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ კვირას ისაუბრა.
რეგიონში აიკრძალა მოზრდილ მღრღნელებზე ნადირობა და მათი მირთმევა, მოსახლეობას კი მოუწოდებენ, დაავადების ნიშნების გამოვლენის შესახებ ადგულობრივ ხელისუფლებას აცნობონ.
ბუბონური ჭირის გამოვლენის ორ შემთხვევის შესახებ იტყობინება მონღოლეთი. ოფიციალური ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში, დაავადებულებმა ვირზაზუნას ხორცი მიირთვეს.
ასევე ნახეთ: მსოფლიო "უარესის" მოლოდინში - ჯანმო ჩინეთში საგამოძიებო ჯგუფს გზავნისსაინფრომაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, რუსეთის ალტაის რეგიონში, რომელიც ყაზახეთს, ჩინეთსა და მონღოლეთს ესაზღვრება, ხელისუფლებამ პატრულირება დაიწყო, რათა დარწმუნდეს, რომ ვირზაზუნებზე ნადირობის აკრძალვა სრულდება. ამასთან, მოსახლეობას საშიშროების შესახებ აფრთხილებენ.
„როსპოტრებნადზორის“ ადგილობრივი წარმომადგენლების განცხადებით, ამ ეტაპზე ალტაის მკვიდრებს საფრთხე არ ემუქრებათ.
ბუბონური შავი ჭირი, შუა საუკუნეებში, „შავი სიკვდილის“ სახელით იყო ცნობილი და ფართოდ იყო გავრცელებული. ეს არის ინფექციური დაავადება, რომელიც ხშირ შემთხვევაში მომაკვდინებელია და ძირითადად მღრღნელებისგან ვრცელდება.