კატარის მაღალჩინოსანი ბრიტანელ ჟურნალისტთან საუბრის დროს ამბობს, რომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში 400-500 ადამიანი დაიღუპა. საუბარია იმ დაქირავებულ მუშებზე, რომლებიც სხვადასხვა ტიპის სამუშაოს ასრულებდნენ. ეს რიცხვი გაცილებით იმაზე მაღალია, ვიდრე დოჰას მიერ აქამდე საჯაროდ გამოცხადებული მონაცემები.
ბრიტანელი ჟურნალისტის, პერ მორგანის კითხვაზე, რა არის დაღუპული, მიგრანტი მუშების ყველაზე ნამდვილი რაოდენობა, კატარის ჩემპიონატის საორგანიზაციო საკითხებზე პასუხისმგებელი, უმაღლესი კომიტეტის გენერალური მდივანი, ჰასან ალ-თავადი ამბობს, რომ მას ზუსტი მონაცემები არ აქვს.
„დაახლოებით 400, უფრო 400-დან 500-მდე. ზუსტი რიცხვი არ ვიცი. ეს არის ის, რაც განიხილება“, - თქვა კატარელმა მაღალჩინოსანმა ინტერვიუს დროს.
ჰასან ალ-ჰავადის განცხადებებს კატარის მთავრობის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია, მათ ამ საკითხზე არც ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.
რაც შეეხება ჰასან ალ-თავადის, ის არ იზიარებს ადამიანის უფლებათა დამცველ ჯგუფების განცხადებებს და კრიტიკას, სადაც ისინი დარღვეულ სამუშაო პირობებსა და ადამიანის უფლებებზე მიუთითებენ. მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ეს დაუმსახურებელი კრიტიკაა.
კატარმა 200 მილიარდი დოლარის ღირებულების სტადიონები, მეტროს ხაზები და ტურნირებისთვის საჭირო სხვა ახალი ინფრასტრუქტურა ააშენა.
ასევე ნახეთ: კატარი - FIFA-ს არც პირველი და არც უკანასკნელი შეცდომაალ-ჰავადის მირ დასახელებული რიცხვები მნიშვნელოვნად აჭარბებს აქამდე არსებულ მონაცემებს. სააგენტო „ასოშეითედ პრესის“ ინფორმაციით ანგარიშები, რომელსაც კატარი აქვეყნებდა 2014-2021 წლებით თარიღდება და მასში მხოლოდ იმ დაღუპული მუშახელის რაოდენობაა შესული, რომლებიც სტადიონების მშენებლობებსა და მათ რეაბილიტაციაში მონაწილეობდნენ.
აქამდე გამოქვეყნებული მონაცემებით, დაღუპულა საერთო მონაცემი 40-ს არ აჭარბებდა. ოფიციალური ინფორმაციით, მათგან 37 ისეთი დაზიანებებით დაიღუპა, რომელიც კატარში სამუშაოსთან დაკავშირებულ ინციდენტად არ არის მიჩნეული, მაგალითად, გულის შეტევა. ერთ-ერთ მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ თანამშრომლის გარდაცვალება კოვიდ19-ს უკავშირდებოდა.
მას შემდეგ, რაც 2010 წელს ფიფამ კატარს მისცა უფლება დაეწყო მზადება ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატისთვის, კატარში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა დასაქმების პრობლემების აღმოფხვრის კუთხით. მთავრობა შეეცადა აღმოეფხვრა დამკვირდებული პრაქტიკა, სადაც დამსაქმებელი მიგრანტ მუშახელს თვეობით არ ატოვებინებდნენ სამუშაო ადგილს და ასევე არ აძლევდნენ ქვეყნის დატოვების საშუალებას. კატარმა ასევე დააწესა მინიმალური ანაზღაურება, რაც თვეში 275 ამერიკულ დოლარს შეადგენდა. ასევე უნდა მომხდარიყო დასაქმებულთა საკვებითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფა.
თუმცა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ფიქრობენ, რომ გადადგმული ნაბიჯები არ იყო საკმარისი და კატარს უფრო მკაცრი პოლიტიკა უნდა შეემუშავებინა.
Equidem Research-ის აღმასრულებელი დირექტორი მუსტაფა ქადრი ამბობს, რომ ეს შოკისმომგვრელი ინფორმაციაა და გაკვირვებულია იმით, რომ ეს განცხადება თავად ალ-თავადიმ გააკეთა.