რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის ძალები, უკრაინაში წინ სწრაფად მიიწევს. მისი თქმით, 2023 წელს უკრაინის წარუმატებელი კონტრშეტევის შემდეგ რუსული ძალები სწრაფად არღვევენ მოწინააღმდეგის პოზიციებს და ახალ ტერიტორიებს იკავებენ.
პრეზიდენტი პუტინი ამბობს, რომ ასეთი წინსვლა რუსეთს უკრაინაში დიდი ხანია არ ქონია. ამ დროისთვის, რუსეთს უკრაინის ტერიტორიის 18% აქვს ოკუპირებული.
„დიდი ხანია არ გვქონია ასეთი ტემპი, დონბასზე შეტევაში“, - თქვა ვალდიმირ პუტინმა და განმარტა, რომ წინსვლა არა მეტრებით, არამედ კილომეტრებით იზომება.
ასევე ნახეთ: რუსეთს უკრაინის მიერ დაკავებული ტერიტორიის დასაბრუნებლად "ძნელი ბრძოლა" ელის - აშშ-ის დაზვერვა„ახლა ჩვენ არ ვსაუბრობთ 200 ან 300 მეტრით წინსწვლაზე, არამედ კვადრატულ კილომეტრებზე“, - თქვა პუტინმა. რუსი სამხედრო ბლოგერები კი ამბობენ, რომ ამ დროისთვის ბრძოლები მიმდინარეობს აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სელიდოვესა და უკრაინსკში. ოფიციალური მონაცემებით, 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, ორივე ქალაქში ერთად 30 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. რუსული საინფორმაციო სააგენტოების, მათ შორის „ტასის“ ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, უკრაინელი სამხედროები სალიდოვეს ნაწილიდან განდევნა.
კიევს პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი დაუყონებლივ არ გაუკეთებია.
პარალელურად, უკრაინული ძალები წინსვლას აგრძელებს რუსეთის ტერიტორიაზე. კურსკის რეგიონში უკრაინული ძალები ათობით სოფელს აკონტროლებენ, რუსეთი რეგიონში წესრიგის აღდგენას უკვე თითქმის ერთი თვეა ვერ ახერხებს. ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სააგენტო ამბობს, რომ რუსეთს უკრაინის მიერ დაკავებული ტერიტორიის დასაბრუნებლად წინ " ძნელი ბრძოლა ელის".