ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არჩევნების წინ, პენტაგონი საიდუმლო სამსახურს დამატებითი შესაძლებლობებით უზრუნველყოფს


შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა დაამტკიცა მოთხოვნა, რომელიც საპრეზიდენტო და ვიცე-პრეზიდენტობის კანანდიდატების დასაცავად, საიდუმლო სამსახურისთვის დამატებითი სამხედრო მხარდაჭერის შესაძლებლობების მიწოდებას გულისხმობს. ამის შესახებ, 29 აგვისტოს, პენტაგონმა და საიდუმლო სამსახურმა განაცხადა.

პენტაგონის პრესსპიკერს, საბრინა სინგმას მხარდაჭერის ტიპის შესახებ დეტალურად არ უსაუბრია, მაგრამ თქვა, რომ ოსტინმა დაავალა აშშ-ის ჩრდილოეთ სარდლობას, დაგეგმოს და უზრუნველყოს საიდუმლო სამსახურის მხარდაჭერა, არჩევნების დროს, სხვადასხვა ადგილზე.

საიდუმლო სამსახურის სპიკერმა მოგვიანებით განაცხადა, რომ მათ გააძლიერეს უსაფრთხოების ოპერაციები 13 ივლისს, პენსილვანიაში რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შეხვედრის შემდეგ, რომლის დროსაც ყოფილ პრეზიდენტს ესროლეს და ის მოკვლის მცდელობას გადაურჩა.

”ამ ძალისხმევის ფარგლებში, თავდაცვის დეპარტამენტი აშშ-ის საიდუმლო სამსახურს დამატებით დახმარებას უწევს ლოგისტიკის, ტრანსპორტირებისა და კომუნიკაციების ჩათვლით, 2024 წლის კამპანიის სეზონის განმავლობაში”, - თქვა საიდუმლო სამსახურის პრესსპიკერმა.

პნესილვანიაში, დონალდ ტრამპზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, უსაფრთხოების საკითხი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. მთავარი კითხვა იყო, როგორ შეძლო შეიარაღებულმა მამაკაცმა, ახლომდებარე შენობის სახურავზე ასვლა.

ინციდენტის შემდეგ, საიდუმლო სამსახურის უფროსი გადადგა. სროლის შედეგად, წინასაარჩევნო შეხვედრის ერთი დამსწრე დაიღუპა, ორი კი დაიჭრა. გამოძიების ფედერალურ ბიუროს ამ დრომდე არ დაუდგენია, რა მოტივი ამოძრავებდა თავდამსხმელს.

XS
SM
MD
LG