სერგეი ჩემეზოვი, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირე აცხადებს, რომ შეერთებული შტატები და მისი დასავლელი მოკავშირეები, გლობალური ომის გაჩაღების რისკს ქმნიან. მისი თქმით, ეს რისკი იმ შემთხვევაში იზრდება, თუ ვაშინგტონი „კონფლიქტის პროვოცირებას“ გააგრძელებს, და კიევს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმის უფლებას მისცემს.
ასევე ნახეთ: უკრაინამ მოსკოვზე დრონებით თავდასხმა განახორციელაჩემეზოვმა, ამ საკითხების შესახებ, საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ ისაუბრა. ის რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია "როსტეკის" აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომს იარაღით ამარაგებს. ჩემზოვი ამბობს, რომ ამ მხრივ, რუსეთი თავდაჯერებულია და უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყებიდან ორი წელზე მეტი ხნის შემდეგ, საკმარისი იარაღი აქვს. მოსკოვი, უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიან ომს, სპეციალურ სამხედრო ოპერაციად მოიხსენიებს. მან ასევე გაიმეორა კრემლის კიდევ ერთი პოზიცია, რომ თითქოს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომი, დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარე ბრძოლაა.
„იმ სიტუაციაში, როდესაც დასავლეთი, შეერთებული შტატების მეთაურობით, ომს პროვოცირებს, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. სპეციალური ოპერაციის მესამე წელი მიმდინარეობს - რუსეთი თავს თავდაჯერებულად გრძნობს", - ასე უპასუხა მან „როიტერს“, ინტერვუს წერილობით თხოვნაზე.
მისივე თქმით, არავის შეუძლია დაადგინოს ვადები, როდის შეიძლება დასრულდეს ომი. ამასთან, კიევისთვის იარაღის მიწოდებითა და რუსეთის სიღღმეში დარტყმების დაშვებით, მან შეერთებული შტატები კონფლიქტის გაღვივებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
"რაც უფრო შორს მიდის, მით უფრო დიდია რისკი იმისა, რომ მსოფლიო გლობალურ კონფლიქტში ჩაეშვას. ეს უცნაურად გამოიყურება, მაგრამ დასავლეთის ქვეყნებს, როგორც ჩანს, არ ესმით, რამდენად საშიშია ეს მათთვის“, - ამბობს ჩემზოვი.
ასევე ნახეთ: უკრაინას რუსეთის ტერიტორიის ოკუპაცია არ სურს - კიევიჩემზოვმა, სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (სუკის) ყოფილმა გენერალმა, რომელიც ვლადიმირ პუტინთან ერთად, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, აღმოსავლეთ გერმანიაში მსახურობდა, „როიტერს“ წერილობითი კომენტარები მას შემდეგ მიაწოდა, რაც უკრაინის ძალები რუსეთის კურსკის რეგიონში შეიჭრა. გასულ კვირაში, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარები, უკრაინის ძალებს რუსეთის სუვერენული ტერიტორიიდან განდევნის. თუმცა, მას შემდეგ, კიევმა არაერთხელ ისაუბრა კურსკში წინსვლაზე და აცხადებს, რომ იქ რამდენიმე ათეულ დასახლებას აკონტროლებს.
71 წლის ჩემეზოვი, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშაა მას შემდეგ, რაც 2014 წელს, რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორცილელა.