გერმანიის ლიდერი დღეს, 21 აგვისტოს, მოლდოვაში ჩადის. ინფორმაციას გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ოფისი საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.
შოლცი კიშინიოვში მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს, პრემიერ-მინისტრ დორინ რუჩანს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. მათ შორის გაიმართება საუბარი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
გერმანიის მთავრობის ცნობით, ვიზიტის განმავლობაში "ასევე განიხილავენ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიული ომის გავლენას მოლდოვის რესპუბლიკაზე". კიშინიოვში გამართულ შეხვედრებზე ასევე ისაუბრებენ ევროპის კავშირში მოლდოვის გაწევრიანების პროცესზე და "ფოკუსში იქნება" გერმანიის მხრიდან ამ პროცესის მხარდაჭერაც.
Facebook Forum