პუტინის კრემლში დაბრუნებიდან ერთი წელი გავიდა

ერთი წლის განმავლობაში ვლადიმირ პუტინმა მეთოდურად მოახერხა ოპოზიციის დათრგუნვა
ერთი წლის წინ 7 მაისს, კრემლში ვლადიმირ პუტინი დაბრუნდა, რომელიც 4 წლიანი პაუზის შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან კვლავ პრეზიდენტის რანგში შეუდგა მოვალეობების შესრულებას.
მის დაბრუნებას საპროტესტო გამოსვლებით შეხვდა მოსახლეობის ნაწილი. თუმცა ინაუგურაციაზე პუტინის ესკორტმა მოსკოვის სრულიად ცარიელ ქუჩებში ჩაიარა, რასაც 5 დღიანი დასვენების დღეების გამოცხადება და პოლიციის რეიდები უსწრებდა წინ.
ერთი წლის განმავლობაში ვლადიმირ პუტინმა მეთოდურად მოახერხა ოპოზიციის დათრგუნვა.