რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მრავალჯერ განაცხადა, რომ ის ისლამისტი ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში მარტოა. როგორც „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი მოსკოვიდან იუწყება, რუსეთის პრეზიდენტს სჯერა, რომ ვაშინგტონს თავის ხმას გააგონებს.
გუშინ ვლადიმირ პუტინმა ვაშინგტონს ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ამის საჭიროება ბოსტონის ტერაქტმა დაადასტურა, რომელიც ამერიკელი სამართალდამცავების მტკიცებით ჩეჩენმა ძმებმა განახორციელეს.
თუკი, ვაშინგტონი და რუსეთი ძალებს გააერთიანებენ, „ჩვენ აღარ დავუშვებთ ასეთ დარტყმებს და დანაკარგებს,“ - განაცხადა პუტინმა. მან ამის შესახებ ყოველწლიური ტელემარათონის დროს ისაუბრა. 60 წლის რუსი პრეზიდენტი ლეპტოპთან იჯდა და რუსი მოქალაქეების კითხვებს პასუხობდა. სულ ტელეფონებით, ტექსტური შეტყობინებებით და ელფოსტებით 2 მილიონზე მეტი კითხვა იყო გამოგზავნილი. პუტინმა 85 შეკითხვას უპასუხა და საერთო ჯამში 5 საათი ისაუბრა.
მან შეერთებული შტატების კონგრესი გააკრიტიკა მიღებული აქტისთვის, რომელიც რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევას უკავშირდება. პუტინმა აღნიშნა, რომ ერთი სქესის ქორწინება რუსული საზოგადოებისთვის არასდროს გახდება მისაღები. ასევე მან უარყოფითი მოსაზრება გამოთქვა რუსულ სკოლებში მუსულმანი გოგონების თავსაბურავით სიარულთან დაკავშირებით. პრეზიდენტს შეკითხვა ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ გამართული სასამართლო პროცესების შესახებაც დაუსვეს. როგორც ცნობილია, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის საქმეს მოსკოვიდან 1000 კილომეტრით დაშორებულ პროვინციაში განიხილავენ.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში არ არიან პოლიტიკური პატიმრები და ყველა სასამართლო პროცესი კანონის დარღვევის ფაქტებზე მიმდინარეობს. პუტინი არ დაეთანხმა ოპოზიციონერი ჟურნალისტის შეკითხვას, რომ რუსეთში სტალინიზმი იკიდებს ფეხს. თუმცა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთს „წესრიგი და დისციპლინა“ სჭირდება.
პუტინმა განაცხადა, რომ მან წლის დასაწყისში ბორის ბერეზოვსკისგან ორი წერილი მიიღო. როგორც ცნობილია, ბერეზოვსკი რუსეთიდან დევნილი ოლიგარქი იყო, რომელიც ლონდონში ცხოვრობდა და გასულ თვეს საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. როგორც პუტინმა თქვა, ბერეზოვსკი მას დაშვებული შეცდომებისთვის პატიებას და სამშობლოში დაბრუნების უფლებას თხოვდა. თორმეტწლიანი მმართველობის მიუხედავად პუტინის რეიტინგი კვლავ მყარია. ლევადას ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვების თანახმად, მას მოსახლეობის 63 პროცენტი უჭერს მხარს. სატელევიზო მარათონს სიმწვავე ყოფილი ფინანსთა მინისტრის ალექსეი კუდრინის კრიტიკულმა განცხადებამ შესძინა.
მან მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მის გამოსასწორებლად ნახევარი ნაბიჯები იდგმება. პუტინმა ხუმრობით აღნიშნა, რომ ეკონომიკურ ვითარებაში კუდრინის წვლილიც არის, რადგან მას მთავრობაში მუშაობა დაეზარა და თანამდებობა დატოვა. როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, თუკი რუსეთში ეკონომიკური ვითარება გაურესდა, გამორიცხული არ არის, რომ პუტინმა პრემიერ-მინისტრად სწორედ ალექსეი კუდრინი დანიშნოს. პუტინმა აღნიშნა, რომ ქვეყნის შენელებული ეკონომიკური წინსვლა მთავრობის მთავარი პრობლემაა, თუმცა ეს პრემიერ-მინისტრ მედვედევთან დაპირისპირებას არ ნიშნავს.