ოთხშაბათს, რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, კრემლის მიერ დევნილი ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესი გაიმართა. „ვოლ სთრით ჯორნალის მიერ“ იგი შეფასებულია ადამიანად, რომლისაც პუტინს ყველაზე მეტად ეშინია.
ოთხშაბათს რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი სასამართლო პროცესზე გამოცხადდა, რომელიც მოსკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 1000 კილომეტრის დაშორებით ქალაქ კიროვში გაიმართა.
გასულ წელს ალექსეი ნავალნის მიერ რუსეთის დედაქალაქის ქუჩებში მასობრივი დემონსტრაციების გამართვამ პუტინის რისხვა გამოიწვია. ნავალნის ანტი-კორუფციულ ბლოგს მილიონობით მნახველი ჰყავდა ინტერნეტ სივრცეში, მათ შორის იყო რუსეთის მოაზროვნე ახალგაზრდა თაობა.
ოთხშაბათს, ლენინის რაიონში გამართულ სასამართლო პროცესზე ნავალნიმ თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით რომ მან ნახევარი მილიონი დოლარი მიითვისა კიროვის ხე-ტყის გადამამუშავებელი საამქროდან იმ პერიოდში როდესაც ის ოთხი წლის წინ კიროვის ადგილობრივ მთავრობაში მუშაობდა.
36 წლის ქარიზმატულმა ლიდერმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა რომ, სურს კენჭი იყაროს რუსეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ხუთ წელიწადში გაიმართება. სასამართლო პროცესს მან მისი პოლიტიკიდან ჩამოშორების პირველი მცდელობა უწოდა.
ამის პასუხად მოსამართლე სერგეი ბლინოვმა ნავალნის მოუწოდა რომ შეეწყვიტა სასამართლოსთვის პოლიტიკური იარლიყის მიკერება.
რუსეთის რესპუბლიკური პარტიის თანათავმჯდომარემ ვლადიმერ რიჟკოვმა მოსკოვში განაცხადა რომ ეს სასამართლო პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია.
ვლადიმერ რიჟკოვი: ამ პროცესის მიზანია რომ ნავალნის ბარიერი შეექმნას საპრეზიდენტო კანდიდატად იყაროს კენჭი, რომ შეეზღუდოს ინტერნეტით კომუნიკაციის საშუალება და საბოლოოდ მისი დისკრედიტაცია მოხდეს.
სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ბევრი ანალიტიკოსი აცხადებდა რომ, 10 წლის წინ რუსეთის უმდიდრესი ბიზნესმენის მიხეილ ხადარკოვსკის დაკავების შემდეგ, ნავალნის პროცესი ყველაზე ხმაურიანი სასამართლოა რომელიც პუტინის პოლიტიკური მეტოქის წინააღმდეგ იმართება.
მოსკოვის უმაღლესი ეკონომიკის სკოლის პროფესორი დიმიტრი სუსლოვი ამ თემაზე კომენტარს აკეთებს.
დიმიტრი სუსლოვი: ხადარკოვსკის საქმე ცხადყოფს, რომ პუტინს არანაირი შებრალება არ აქვს საკუთარი მტრების მიმართ. მას სურს დარწმუნდეს, რომ ისინი პოლიტიკურად გაანადგურა.
სასამართლოს მიმდინარეობის ფონზე რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ სადამსჯელო ღონისძიებები მიმდინარეობს. ოთხშაბათს, რევიზორებმა საერთაშორისო გამჭირვალობის მოსკოვის ოფისი, ანტი-კორუფციული ჯგუფი და რუსეთის ლიდერი სოციოლოგიური კვლევის სამსახური „ლივადას ცენტრი“ შეამოწმეს.
„ჰუმან რაითს ვოჩის“ რუსეთის ოფისის წარმომადგენელმა ტატიანა ლოკშინამ პრესკონფერენციაზე კრემლი სამოქალაქო საზოგადოების დაშლის მცდელობაში დაადანაშაულა რადგან მოითხოვენ რომ არასამთავრობო სექტორმა მათ ხელთ არსებული ათასობით დოკუმენტი წარმოადგინოს.
ვლადიმერ რიჟკოვი: კრემლი ნავალნისთან ერთად რუსეთში მოქმედი ყველა ოპოზიციური ძალის დისკრედიტაციას ცდილობს, წარმოაჩენს მათ რადიკალებად, კორუმპირებულ და უპასუხისმგებლო ადამიანებად, რომელთაც რუსეთისთვის მხოლოდ ზიანის მიყენება სურთ.
თუმცა ხელისუფლების მხარდამჭერები ამბობენ, რომ კრემლი უბრალოდ ცდილობს გაარკვიოს თუ რომელი დაჯგუფებები ღებულობენ უცხოურ გრანტებს. ისინი ამბობენ, რომ ასეთმა ორგანიზაციებმა საკუთარი თავი უცხოეთის აგენტებად უნდა მოიხსენიონ.
ნავალნისთან დაკავშირებით ისინი აცხადებენ რომ მას სასამართლოზე შანსი აქვს რომ საკუთარი სახელის რეაბილიტაცია მოახდინოს.
კრემლის მხარდამჭერი ჯგუფის „ახალგაზრდა გვარდიის“ ლიდერი ეკატერინა სტენიკინა აცხადებს:
„თუკი ნავალნის სურს კორუფციასთან მებრძოლის იმიჯი ჰქონდეს იგი არ უნდა იყოს კორუფციულ საქმიანობაში ეჭვმიტანილი.“-თქვა მან.
თავად ნავალნიმ ჟურნალისტებს განუცხადა რომ იგი სრულიად დარწმუნებულია რომ სასამართლო მას დამნაშავედ სცნობს.
ოპოზიციურმა გაზეთმა „ნოვაია გაზეტამ“ ბოლო 18 თვის განმავლობაში მოსამართლე ბლინოვის მიერ განხილული 130 საქმე შეისწავლა. მის მიერ გამოტანილი ყველა განაჩენის მიხედვით ბრალდებული დამნაშავედ ცნეს.