ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი აშშ-ს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს


რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მისი პოლიტიკა ჩრდილოეთ კავკასიაში სწორი იყო

რუსეთის პრეზიდენტმა შეერთებულ შტატებს ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდა. როგორც ვლადიმირ პუტინმა დღეს განაცხადა, ბოსტონის ტერაქტმა დაადასტურა, რომ მისი პოლიტიკა მღელვარე ჩრდილოეთ კავკასიაში გამართლებული იყო.

„მე მუდამ მაშფოთებდა, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედ ტერორისტებს, რომლებიც საშინელ და საზარელ აქტებს ახორცილებენ დასავლეთი უწოდებდა არა ტერორისტებს, არამედ ამბოხებულებს. იმედი მაქვს, რომ ეს ტრაგედია უფრო დაგვაახლოვებს საერთო საფრთხეების აღკვეთის მიზნით,“ - განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, რუსეთიც ასევე საერთაშორისო ტერორიზმის მსხვერპლია. რუსეთის ლიდერმა ეს განცხადება ტელევიზიით, რუს მოქალაქეებთან პირდაპირი სატელეფონო ხაზის პროექტის ფარგლებში გადაკეთა.
XS
SM
MD
LG