ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ამერიკას ცარნაევების შესახებ აფრთხილებდა


ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიუროს ცარნაევების წინააღმდეგ სამხილი არ ჰქონდა

ბოსტონში განხორციელებული დაბომბვების შემდეგ კრემლმა და თეთრმა სახლმა პირობა დადეს რომ, გააუმჯობესებენ მუშაობას საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით.

გასულ კვირას, ორმა ეთნიკურად ჩეჩენმა ძმამ ბოსტონში აფეთქებები განახორციელა. ინციდენტის შემდეგ უკვე ამ კვირაში შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა დაიწყეს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გამოეპარათ ბოსტონის ტერაქტები.

ანდრეი სოლდატოვი მოსკოვში საინფორმაციო სააგენტო აგენტურა.რუ-ს რედაქტორია. ეს ვებ-გვერდი რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების სპეციფიკას იკვლევს.

ანდრეი სოლდატოვი: აქ საუბარია ამერიკასა და რუსეთს შორის საკმაოდ მგრძნობიარე ინფორმაციის გაცვლაზე, რაც ამ ორ ქვეყანას კარგად არ გამოსდით.

ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორი და რუსული და ამერიკული საიდუმლო სამსახურების ექსპერტი მარკ გელეოტი თავის მოსაზრებას აფიქსირებს.

მარკ გელეოტი: სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის დროს არ არის აუცილებელი რომ ქვეყნებს ერთმანეთი მოსწონდეთ.

ეს გულახდილი საუბარი ახალ მტკიცებულებაზე მიანიშნებს რომ, არსებობდა გაფრთხილება უფროსი ძმის, ტამერლან ცარნაევის რადიკალურ-ისლამისტურ მისწრაფებებთან დაკავშირებით.

2011 წელს რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე ტამერლან ცარნაევი ამერიკის ფედერალური გამოძიების სამსახურის მიერ დაიკითხა მისი მოგზაურობის და ინტერნეტის მოხმარების შემოწმების მიზნით. ფედერალური გამოძიების სამსახურმა განაცხადა რომ რაიმე არსებითი არ გამოაშკარავებულა.

2012 წელს რუსეთის მოქალაქე ცარნაევი რუსეთში გაფრინდა. მან იქ ექვსი თვე გაატარა, მოინახულა მეგობრები და ნათესავები დაღესტანში და ჩეჩნეთში. რუსეთის ამ ორ რესპუბლიკაში ბოლო წლებში ისლამისტუტურ ძალადობას აქვს ადგილი.

შეერთებულ შტატებში დაბრუნებისას, გასული წლის ივლისში ნიუ იორკის აეროპორტში იგი საემიგრაციო სამსახურმა დაკითხა მოგზაურობის ხანგრძლივობის თაობაზე.

ამის შემდეგ იგი ბოსტონში ბრუნდება და იუთუბის ვებ-საიტზე ჯიჰადის დამცველ და საღვთო ომის შესახებ ვიდეოებს ავრცელებს. ზოგიერთი გამოსახულება რუსეთის სამხრეთის მთავარი ისლამისტური დაჯგუფების კავკასიის ემირატის სიმბოლოებსაც შეიცავდა.

სექტემბრის თვეში ცარნაევმა ამერიკის მოქალაქეობის შესახებ საბუთები გააგზავნა. თუმცა საემიგრაციო სამსახურმა მოქალაქეობის მიღებაზე მას უარი უთხრა, ვინაიდან აღმოაჩინეს რომ იგი ფედერალური გამოძიების სამსახურის მიერ იყო მანამდე დაკითხული.

ენ-ბი- სი ნიუსის ცნობით, რამდენიმე კვირის შემდეგ რუსეთის საიდუმლო სამსახურებმა ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიუროს კიდევ ერთხელ მიმართეს ცარნაევთან დაკავშირებით და მიაწოდეს ინფორმაცია რომ რუსეთში ყოფნის პერიოდში იგი დაღესტანში ცნობილ ბოევიკს შეხვდა. ამის შემდეგ როგორ გაგრძელდა გამოძიება რუსეთისთვის უცნობია.

ვლადიმერ მილოვი, რუსეთის ზომიერი ოპოზიციის წარმომადგენელი ორშაბათს ტერაქტს გამოეხმაურა.

ვლადიმერ მილოვი: ისინი გაფრთხილებულნი იყვნენ რუსეთისგან რომ ეს ბიჭები შეიძლება დაუნდობლები ყოფილიყვნენ, თუმცა მათ არაფერი მოიმოქმედეს. საშინელი შეცდომა დაუშვეს, როდესაც ვერ იპოვნეს ვერაფერი საეჭვო მათ ქმედებაში რის გამოც ეს ტრაგიკული მოვლენები განვითარდა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გასულ კვირას ტელეფონით ესაუბრა შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბარაკ ობამას. კრემლის ინფორმაციით, ორივე პრეზიდენტი ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით აქტიურ კოორდინაციაზე შეთანხმდა.

თუმცა ექსპერტები მაინც სკეპტიკურად არიან განწყობილი.

მარკ გელეოტი: პრობლემა ის არის, ამ სკეპტიციზმის საფუძველს ბოლო წლებში ორივე მხარის ქმედება იძლევა. ამერიკელებს ყოველთვის ექნებათ ეჭვი რომ რუსები ყველა მსგავსი მისწრაფებების ადამიანს, რომელიც არ მოსწონთ ალ-ყაიდასთან დააკავშირებენ. ამგვარად რუსები ძალიან კარგად გრძნობენ, რომ ამერიკელები, სხვა დასავლური ქვეყნების მსგავსად არ იძლევიან იმ ინფორმაციებს, რაც რუსებს საკუთარი საშინაო საკითხებისთვის სჭირდებათ.

კვირას კავკასიის ემირატმა ყოველგვარი კავშირი უარყო ბოსტონში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით, და ხაზი გაუსვა რომ მათ საკუთარი ომი აქვთ რუსეთთან.

ზოგიერთს მიაჩნია რომ, არ არის გამორიცხული უფროსი ძმა მართლაც „მარტოხელა მგელივით“ მოქმედებდა. ეს არის რადიკალურად განწყობილი პირი რომელიც იდეოლოგიას ტერორისტულ ტექნიკას იზოლაციაში, ინტერნეტიდან სწავლობს.

ექსპერტი სოლდატოვი მოსკოვიდან ამბობს რომ, რუს და ამერიკელ სპეცსამსახურებს შეიძლება კიდევ სხვაგვარად ჰქონდეთ წარმოდგენილი.

ანდრეი სოლდატოვი: ასეთი ადამიანები რომლებიც ტერაქტებს აწყობენ, ასეთუისე დაკავშირებული უნდა იყვნენ ტერორისტულ ორგანიზაციებთან, და ეს ორგანიზაციები მათ ფინანსურად, ლოჯისტიკით, ტრეინინგით, ასაფეთქებელი ნივთიერებებით უნდა ეხმარებოდნენ. როდესაც ისინი ასეთ კავშირს ვერ ამყარებენ, უბრალოდ ფიქრობენ რომ სხვაგვარად ამის გაკეთება არასერიოზულია.

ნიო იორკიდან მას პროფესორი გელიოტი ეთანხმება.

მარკ გელეოტი: ამგვარად, ეს „მარტოხელა მგლები“ არიან ადამიანები რომლებიც არ არიან კარგად გაწვრთნილები, ისინი თვით მომზადებას გადიან. და ეს პრობლემას წარმოადგენს რადგან ხშირად რთულია მათი იდენტიფიკაცია.

რუსთის ჩრდილოეთ კავკასიაში, ამბოხებულთა ქსელი რეალურად მოქმედებს. ორშაბათს რუსეთის ოფიციოზმა ისლამისტი ექსტრემისტები ბოლოჯერ გააფრთხილა ისლამისტური ექსტრემიზმის შესახებ.

ამ წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ორმოცდაშვიდმა აფეთქების და თავდასხმის შემთხევამ ოცდაცხრამეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ას ხუთი დაიჭრა. მსხვერპლის უმრავლესობა პოლიციელი და სამხედრო პირია.
XS
SM
MD
LG