ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნი პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს


ნავალნის მთავარი ამოცანაა პრეზიდენტი პუტინი და მასთან ასოცირებული პირები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ

კრემლის ოპონენტი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ ის აპირებს გახდეს რუსეთის პრეზიდენტი და ციხეში გამოამწყვდიოს მისი მეტოქე ვლადიმირ პუტინი.
ნავალნი, რომელმაც სახელი კორუფციის წინააღმდეგ ბლოგებით გაითქვა და ამჟამად ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია, ინტერვიუში ამბობს, რომ მას სურს პრეზიდენტობა სისტემის შეცვლისთის სურს.
ნავალნი ასევე აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს რათა პრეზიდენტი პუტინი და მასთან დაკავშირებული პირები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ.
თავის მხრივ, 36 წლის ადვოკატი ალექსეი ნავალნი თავად შესაძლოა ციხეში აღმოჩნდეს. 17 აპრილს შედგება სასამართლო პროცესი, სადაც მას ბრალი ედება 2009 წელს ერთ-ერთი გუბერნატორისთვის კონსულტაციების მიცემის შემდეგ, სამთავრობო ხე-ტყის გადასამუშავებელი კომპანიიდან 500 ათასი დოლარის ღირებულების აქტივების მითვისებაში.
XS
SM
MD
LG