რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს ჯო ბაიდენს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. პუტინმა ეს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც საარჩევნო კოლეგიამ ჯო ბაიდენი ოფიციალურად ცნო არჩევნებში გამარჯვებულად.
ასევე ნახეთ: "თვალებში გიყურებ და არ მგონია, სული გაგაჩნდეს" - ბაიდენის მიდგომა რუსეთთანკრემლის განცხადებით, მოსკოვი მზადაა ბაიდენთთან "ურთიერთობისა და კონტაქტისათვის".
კრემლის გამოქვეყნებულ განცხადებაში, პუტინის ციტატაა მოყვანილი.
"პუტინმა არჩეულ პრეზიდენტს ყველანაირი წარმატება უსურვა და გამოხატა რწმენა, რომ რუსეთი და შეერთებული შტატები, რომლებსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვთ გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თვალსაზრისით, მიუხედავად მათ შორის არსებული განსხვავებებისა, შეძლებენ რეალურად ხელი შეუწყონ მსოფლიოში არსებული ბევრი პრობლემისა და გამოწვევის გადაჭრას,“ - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
ასევე ნახეთ: ამერიკის სამთავრობო სამსახურზე, სავარაუდოდ რუსეთიდან, ჰაკერული თავდასხმა მოხდაკრემლი აქამდე აცხადებდა, რომ არჩევნებზე კომენტარს ოფიციალური შედეგის გამოცხადებამდე არ გააკეთებდა. მოსკოვი ამ პოზიციას 3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ ინარჩუნებდა, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებიდან რამდენიმე დღეში ბაიდენს გამარჯვება ბევრმა ქვეყანამ მიულოცა.