ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის სამთავრობო სამსახურზე, სავარაუდოდ რუსეთიდან, ჰაკერული თავდასხმა მოხდა


ამერიკის სახაზინო და სავაჭრო დეპარტამენტების სისტემაზე თავდასხმა მოდა. არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ამერიკის სამთავრობო სამსახურზე რუსეთიდან განხორციელდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმა ძლიერი იყო, რის გამოც თეთრ სახლში უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.

თავდასხმის დეტალების შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელობას ჟურნალისტებისთვის ამომწურავი ინფორმაცია არ მიუწოდებია. ამ დრომდე უცნობია კონკრეტულად რა იყო ჰაკერების სამიზნე და რომელ სააგენტოზე მოხდა თავდასხმა. მომხდარზე გამოძიებას ამერიკის ფედერალური ბიურო ატარებს.

"ყველა საჭირო ნაბიჯი იქნება გადადგმული," - თქვა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯონ ულლიოტმა. მისი თქმით, შესაბამისი სამსახურები მუშაობენ რათა გამოავლინონ დამნაშავეები.

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ მთავრობას ამ დრომდე ოფიციალურად არ უთქვამს, თუ ვინ დგას ჰაკერული თავდასხმის უკან, მაგრამ დარგის სპეციალისტებმა საგამოძიებო სამსახურებიდან კონფიდენციალურად თქვეს, რომ თავდასხმის უკან რუსეთია.

რუსეთში კი ამბობენ, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა და ამერიკულ მედია საშუალებებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ "ეს ამერიკული მედიის მორიგი უსაფუძვლი მცდელობაა, რომ რუსეთი დაადანაშაულონ აშშ-ს სააგენტოებზე თავდასხმაში."

არსებული ინფორმაციით კიბერთავდასხმის დროს, ჰაკერებმა სცადეს მიეღოთ წვდომა სამთავრობო სამსახურების, აღმასრულებელი ხელისუფლების, სამხედროებისა და დაზვვერვის სამსახურების დეტალურ მონაცემებ​ზე, მათ შორის, ფინანსურზეც.

რამდენიმე საათის წინ კომპანიამ, რომელიც სააგენტოს კიბერუსაფრთხოებაზე ზრუნავს, განცხადება გამოაქვეყნა სადაც წერია, რომ თავდასხმა "უაღრესად დახვეწილი და მიზანმიმართული იყო." კომპანია SolarWinds ამერიკის შეერთებული შტატების ათი დეპარტამენტის კიბერუსაფრთხოებაზე ზრუნავს, მათ შორის არის ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტი, სახელმწიფო დეპარტამენტი, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო და პრეზიდენტის ოფისი.

ამ დროისთვის კიბერთავდასხმის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება, უცნობია რა ფაილებზე მოიპოვეს წვდომა თავდამსხმელებმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG