აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. სოფელ ოძისში, დეგნანმა შეშფოთება გამოთქვა, ბოლო დროს, საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ უკანონო ბორდერიზაციასთან დაკავშირებით.
საოკუპაციო ხაზთან ვიზიტის დროს, მედიასთან საუბრისას ელჩმა ბორდერიზაციის უახლესი ქმედებები დაგმო, „განსაკუთრებით COVID-19-თან ბრძოლისას, როდესაც ყველა ერთად უნდა ვმუშაობდეთ სიცოცხლის გადასარჩენად".
"ჰაკერები და უპასუხისმგებლო ადამიანები რუსეთსა და სხვა ადგილებში, თავს ესხმიან საქართველოს და ლუგარის ლაბორატორიას პანდემიის კონტროლის პროცესში. იმ დროს, როდესაც მთელი მსოფლიო იბრძვის", - თქვა მან
ამასთან დეგნანმა შეშფოთება გამოთქვა დეზინფორმაციის გამო, რომელიც საქართველოსა და ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ ვრცელდება.
"ყველამ იცის ლუგარის ლაბორატორია, რომელსაც ქართველები მართავენ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქართველმა ექსპერტებმა შესანიშნავი სამუშაო გასწიეს სადიაგნოსტიკო ტესტირების, ასევე მთავრობისა და საზოგადოებისთვის ზუსტი სამედიცინო რეკომენდაციების მიცემის თვალსაზრისით, რათა ქართველმა ხალხმა პასუხისმგებლობით შეძლოს ვირუსის შეკავება. ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმები უბრალოდ სიცრუე და უპასუხისმგელობაა და ძალიან ვწუხვარ, როცა ამას ვხედავ“ - ელჩის ამ განცხადებას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
საოუკუპაციო ხაზთან, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, სუს-ის უფროსის მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა.
Facebook Forum