სკრიპალების საქმეში პუტინი დანაშაულს ვერ ხედავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობამ იცის იმ ორი მამაკაცის შესახებ, რომელთაც ბრიტანეთი საკუთარ ტერიტორიაზე ადამიანების ნერვული აგენტით მოწამვლაში სდებს ბრალს. ლონდონი ფიქრობს, რომ რუსეთის ყოფილი ჯაშუშის - სერგეი სკრიპალის და მისი შვილის, იულიას აკრძალული ქიმიური იარაღით მოწამვლის ფაქტის უკან კრემლი დგას.

რუსეთი ამ ბრალდებას დღემდე უარყოფს. პუტინმა დღეს განაცხადა, რომ „ვერაფერს განსაკუთრებულს, ან დანაშაულებრივს“ ვერ ხედავს ამ ორ მამაკაცთან დაკავშირებით. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ისინი სამოქალაქო პირები არიან. პუტინი იმედს გამოთქვამს, რომ ისინი მალე მოყვებიან საკუთარ თავზე.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ გამოძიებამ რუსეთის ჯაშუშები, დაზვერვის ორი თანამშრომელი ამოიცნო. მათ ბრალი შეთქმულებაში და სკრიპალების მკვლელობის მცდელობაში ედებათ.