რუსეთი აცხადებს, რომ ნერვული აგენტით მოწამლული ბრიტანელი ქალის გარდაცვალებასთან მისი დაკავშირება სრული აბსურდია. 44 წლის ბრიტანეთის მოქალაქე დაუნ სტარგესი სალისბურის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პოლიციის გამარტებით, ის და კიდევ ერთი მამაკაცი - ჩარლზ როული - რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, იმავე ნევრული ნივთიერებით იყვნენ მოწამლულნი, რომლითაც მარტში ყოფილი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი.
"ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული იმით, რომ ბრიტანეთის მიწაზე გრძელდება მოწამვლის შემთხვევები", თქვა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა.
პოლიცია ვარაუდობს, რომ სტარგესი და როული იმ ფლაკონს შეეხნენ, რომელშიც მომწამვლელი ნივთიერება ინახებოდა, თუმცა ჯერ კიდევ იკვლევენ სად და როგორ იპოვეს მათ ქიმიური ნივთიერებით დაბინძურებული კაფსულა.
ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი შაბათს სალისბურის რეგიონს ესტუმრა მცხოვრებთა დასარწმუნებლად, რომ იმავე რეგიონში მომწამვლელი ნივთიერებით დაავადების შანსი ძალიან მცირეა.
Facebook Forum