ქიმიური იარაღის საზედამხედველო საერთაშორისო ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა ოთხმა ლაბორატორიამ დაადასტურა ბრიტანეთის დასკვნა იმის თაობაზე, რომ გასულ თვეში, ყოფილი რუსი ჯაშუშის და მისი ქალიშვილის მოსაწამლად ნერვული აგენტი იქნა გამოყენებული.
დასკვნა და მისი დამადასტურებელი სამხილები ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოყვანილი.
ორგანიზაციამ თავდასხმაზე ბრალი რუსეთს არ დასდო და არც ქიმიური აგენტი დაუსახელებია, მაგრამ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ამ თავდასხმის განსახორციელებელი „საშუალებები, მოტივი და წინა ისტორია“ მხოლოდ რუსეთს ჰქონდა.
რუსეთი თავდასხმასთან კავშირს უარყოფს და ირწმუნება, რომ ბრიტანეთს ასეთი დასკვნის გასამყარებლად მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.
Facebook Forum