იულია სკრიპალი საავადმყოფოდან გამოწერეს, იგი გასულ თვეს ბრიტანეთში მამასთან ერთად მოწამლეს.
იულია და მისი მამა სერგეი, ყოფილი რუსი ჯაშუში, 4 მარტს უგონოდ, კრიტიკულ მდგომარეობაში, სამხრეთ ბრიტანეთის ქალაქ სალისბურის პარკში იპოვნეს.
მათი ჯანმრთელობა დღემდე კრიტიკულ მდგომარეობაში იყო.
ბრიტანეთის მთავრობის მიხედვით ისინი სამხედრო კატეგორიის ნერვული მომწამვლელი ნივთიერებით იყვნენ მოწამლული, რუსეთი ამ ბრალდებას ბრალდებას უარყოფს.
სალისბურის ოლქის საავადმყოფოს დირექტორმა ქრისტინე ბლანშარდმა იულის გაწერის თარიღი არ გაამხილა, მაგრამ სხვა წყაროების მიხედვით იგი სავარაუდოდ ორშაბათს გაწერეს. მისი ადგილმდებარეობა ამ ეტაპზე უცნობია.
Facebook Forum