რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, სამშაბათს დაადასტურეს ორმხრივი კავშირებისადმი ერთგულება, უკრაინის ომის ფონზე.
პუტინთან შეხვედრის დროს, ორბანმა თქვა, რომ უნგრეთს - რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინის დასახმარებელ ბევრ ინიციატივას ევროკავშირში და ნავთობისა და გაზის უმეტეს ნაწილს კვლავ რუსეთიდან იღებს - არასოდეს სურდა რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ცდილობს ორმხრივი კონტაქტების გადარჩენას.
ორბანი და პუტინი ერთმანეთს სამთავრობო სასტუმროში, ჩინეთის სარტყელისა და გზის ინიციატივის საერთაშორისო ფორუმის დაწყებამდე შეხვდნენ.
ასევე ნახეთ: ორბანი უკრაინაზე - „უპრეცედენტო იქნებოდა, ქვეყანა ევროკავშირში მისი პარამეტრების ცოდნის გარეშე დაუშვა“"მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელ გეოპოლიტიკურ პირობებში კონტაქტების შენარჩუნებისა და ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობები ძალზე შეზღუდულია, მხოლოდ კმაყოფილების მიზეზი შეიძლება იყოს, რომ ჩვენი ურთიერთობები ბევრ ევროპულ ქვეყანასთან შენარჩუნებულია და განვითარებულია. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა უნგრეთი", - თქვა პუტინმა ორბანთან საუბრის დროს.
უნგრეთი რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირებს ამყარებს, ვიდრე ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან. ის, სავარაუდოდ მთავარი პოტენციური ოპონენტი იქნება იმისა, რომ კიევმა ვროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაიწყოს. ევროკავშირის წევრობა, ბლოკის 27 წევრის ერთსულოვან მხარდაჭერას მოითხოვს.