რომის პაპმა ფრანცისკემ ამერიკაში მისი ისტორიული 6-დღიანი ვიზიტი დაასრულა.
რომის პაპმა ფრანცისკემ ამერიკაში მისი ისტორიული 6-დღიანი ვიზიტი დაასრულა. გუშინ მან საკვირაო წირვა ფილადელფიაში შეკრებილებისთვის ჩაატარა.
პაპმა ათასობით შეკრებილს მიმართა და უთხრა, რომ ამდენი ადამიანის შეკრება დღევანდელ სამყაროში სასწაულია.
კვირასვე პაპი 100 პატიმარს შეხვდა. „დაწყევლილია ნებისმიერი საზოგადოება, ნებისმიერი ოჯახი, რომელიც სერიოზულად არ ეკიდება შვილების ტკივილს და უყურებს მას, როგორც ნორმას. ილოცეთ ყველაფრისთვის, რაც ტკივილს იწვევს. მე აქ ვარ როგორც სულიერი წინამძღვარი, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ აქ ვარ როგორც ძმა, რომელსაც თქვენი სიტუაციის გაზიარება სურს,“ ამ სიტყვებით მიმართა პაპმა პატიმრებს.
ამერიკაში ვიზიტისას პაპი სიტყვით გამოვიდა კონგრესსა და გაეროში, პაპს თეთრ სახლში უმასპინძლა პრეზიდენტმა ობამამ.