რომის პაპი ფრანცისკე დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სიტყვით გამოვიდა და ლიდერებს კლიმატის ცვლილებისა და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლისკენ, ასევე ლტოლვილების დახმარებისკენ მოუწოდა.
78 წლის პაპმა გარემოსთვის ზიანის მიყენება ეკონომიკურ და სოციალურ უთანასწორობას და საზოგადოებიდან არაპრივილეგირებული მოსახლეობის გარიყვის პრობლემასთან დააკავშირა.
„ძალაუფლებისადმი და მატერილური წინსვლისკენ ეგოისტურ სწრაფვას ბუნებრივი რესურსების არამიზნობრივ გამოყენებამდე და სუსტების გარიყვისკენ მივყავართ. ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობა ჰუმანიზმის სრული უარყოფაა,“ განაცხადა პაპამა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.
დღესვე პაპი 11 სექტემბრის მემორიალს ეწვევა, მოგვიანებით ჰარლემში კათოლიკურ სკოლას მოინახულებს, შემდეგ კი ნიუ იორკის ცენტრალ პარკში გაივლის, სადაც მას ათასობით ადამიანი ელოდება.
ფრანცისკე რომის პირველი პაპია, რომელმაც ამერიკის კონგრესის გაერთიანებულ სხდომას სიტყვით მიმართა.