ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპი თეთრ სახლშია


რომის პაპი ვაშინგტონში გუშინ კუბიდან ჩამოვიდა, ის კათოლიკური ეკლესიის პირველი ლიდერია, რომელიც ხვალ კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე სიტყვით გამოვა.

პრეზიდენტმა ობამამ თეთრ სახლში რომის პაპი ფრანცისკე მიიღო, საპრეზიდენტო რეზდენციასთან დაახლოებით 150 ათასი ადამიანია შეკრებილი.

“რა ლამაზი დღე შექმნა ღმერთმა” განაცხადა ობამამ ოფიციალურ ცერემოანიაზე, “პაპის გზავნილმა სიყვარულის და იმედის შესახებ მთელს მსოფლიოში უამრავი ადამიანი შთააგონა”, თქვა პრეზიდენტმა.

დღეს რომის პაპი ვაშინგტონში პრეზიდენტს ხვდება, შემდეგ კი ამერიკელ ეპისკოპოსებს შეხვდება.

“მე მჯერა, რომ თქვენი ვიზიტის გარშემო აღფრთოვანება გამოწვეულია არა მხოლოდ თქვენი - როგორც პაპის როლით, არამედ თქვენი უნიკალური ადამიანური თვისებებით: თქვენი თავმდაბლობით, სიმარტივის მიღებით, თქვენი სიტყვების სიმშვიდით და თქვენი სულგრძელობით,” მიმართა პაპს პრეზიდენტმა ობამამ.

საპასუხოდ პაპმა მსოფლიოში ამერიკის როლი შეაქო და თქვა “ღმერთმა დალოცოს ამერიკა.”

პაპი და პრეზიდენტი ერთმანეთს ოვალურ კაბინეტში, დახურული კარს მიღმა ხვდებიან, თეთრი სახლის ცნობით ისინი პოლიტიკურ საკითხებს არ განიხილავენ და იმ ღირებულებებზე ისაუბრებენ, რომლებსაც ორი ლიდერი იზიარებს. პრეზიდენტის და პაპის შეხედულებები ემთხვევა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკურ უთანასწორობასთან და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა.

რომის პაპი ვაშინგტონში გუშინ კუბიდან ჩამოვიდა, ის კათოლიკური ეკლესიის პირველი ლიდერია, რომელიც ხვალ კონგრესის გაერთიანებული სხდომის წინაშე სიტყვით გამოვა.

XS
SM
MD
LG