ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომის პაპი ამერიკის კონტინენტზეა


დღეს, რომის პაპი, ძმებ კასტროებთან შეხვედრის შემდეგ, რომლებიც კუბას 1959 წლიდან მართავენ, კუბის დედაქალაქიდან კუნძულის აღმოსავლეთ ნაწილისკენ გაემგზავრება.

პონტიფიკოსი ოლგინში გაემგზავრება, რომელიც კასტროების მშობლიური პროვინციაა. ქალაქი ოლგინი, რომელიც ჰავანიდან 800 კილომეტრითაა დაშორებული, ცნობილია ჯვრით, რომელიც ქალაქს საუკუნეების განმავლობაში გადმოჰყურებს.

კათოლიკების ლიდერი ოლგინში წირვას ათიათასობით ადამიანის თანდასწრებით ჩაატარებს და მერე კუბის სიდიდით მეორე ქალაქ სანტიაგოში გაემგზავრება, სადაც ღვთისმშობლის ტაძარს ეწვევა.

პაპმა ფრანცისკემ კვირის წირვა ჰავანაში ჩაატარა და კუბელები იდეოლოგიის საშიშროების შესახებ გააფრთხილა. მან მლოცველებით სავსე, ისტორიულ ჰავანის რევოლუციის მოედანზე იქადაგა.

XS
SM
MD
LG